საბა არველაძესთან ერთად "ჰალში"! - შოთას გუნდმა თურქებს ლობჟანიძის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა!

AutoSharing Option
"ჰათაიასპორის" სპორტული დირექტორის მოადგილე მუსტაფა ოზატმა Radyospor-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ჰალს", რომლის მწვრთნელიც შოთა არველაძეა, მათი ორი ფეხბურთელის დამატება სურს.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძეა. როგორც ოზატი აღნიშნავს, "ჰალმა" მათ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

ოზატმა თქვა, რომ ეს შეთავაზება მათ დირექტორთა საბჭოში განიხილეს, თუმცა ჯერჯერობით არაა განსაზღვრული, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეელევიან ლობჟანიძესა და მეორე ფეხბურთელ ელ კააბს. 

ლობჟანიძის შესაძლო გადაბარგებაზე "ჰალში" ხმები ადრეც ვრცელდებოდა, ახლა კი "ვეფხვებმა" "ჰათაისპორს" ოფიციალურადაც მიმართა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მშვენიერი იქნება თუ მოახერხეს საბას დამატება, ჩემპიონშიპში თამაში ნამდვიდად სჯობს თურქეთის საშუალო დონის გუნშში თამაშს, კიდევ უფრო მოუმატებს საბა რაც ნაკრებს გამოადგება.
gionat
11:06 05-07-2022
0
Sabas ashkarad unda momateba,cota daxvewa titqos ragac aklia,shotistan moumatebs unda gadavides umotivacio turqetis gunds jobia nagdad.
Givi
12:20 05-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული