სლუცკი: სისულელე იქნებოდა, ხვიჩა "რუბინიდან" რომ არ წასულიყო

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე კომენტარი "ჩემპიონატთან" გააკეთა და ყოფილი შეგირდი ძალიან თბილად მოიხსენია:

"ხვიჩასთან მუდმივად ვურთიერთობთ. რაც შეეხება მის "ნაპოლიში" გადასვლას, ეს ხომ ხვიჩას არჩევანი იყო. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ რომელი კლუბიც უნდა აირჩიოს, მან კი უკვე აირჩია, განვიცდი და ვგულშემატკივრობ. ჩვენ ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნეთ, კარგი ადამიანური და პროფესიონალური ურთიერთობები.
როგორ უნდა მიგვეღო ტრანსფერიდან ფული? მას კონტრქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდებოდა. პირობითად, რომც არ წასულიყო, ახლა 100%-ით ისარგებლებდა ამ უფლებით. სისულელე იქნებოდა,
ამით არ ესარგებლა. უცნაური იქნებოდა. ფიფას ოფცია ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. მე ვფიქრობ, ეს წესი ერთი წლით არ შემოიფარგლება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი მადლობა სლუცკის,მართლა ძაან კარგად და თბილად მიუდგა ხვიჩას.მანამდე რო მწვრთნელი იყო იმის ხელში შეცვლაზე შემოდიოდა,ხოლო სლუცკიმ გარდა იმისა რო ძირითადში დააყენა სრული თავისუფლება მისცა თამაშში,იმპროვი ზაციაში,დრიბლინგში და საერთოდ დიდი ნდობა გამოუცხადა და ხვიჩამაც საპასუხოდ უპასუხა თავისი თანაშით.ბოლო მატჩში კაპიტნის სამკლავურიც კი მისცა.ასე რომ,მადლობა სლუცკის.ხვიჩას კი წარმატებები.ღმერთი შენსკენ!!!პ.ს.წინათაც დავწერე,ეცადე ინტერვიუების დროს ხშირად ახსენო მარადონა.ის იმათვის ღმერთის ტოლია და ამით გულშემატკივრების კეთილ განწყობას დაიმსახურებ,რაც ძალიან საჭიროა შენთვის.
კახა ქ.
04:25 06-07-2022
0
სლუცკი ჯიგარია და მისი დიდი წვლილია იმაში რომ ხვიჩა ასეთი დონისაა დღეს
სიმართლე
00:36 06-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული