დიდი თავგადასავალი იწყება - კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.

Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.

"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.

Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
რა საყვარლები არიან, დედა რამდენჯერ ჩაეხუტა :)))
ისე ერთი სთორი მაინც დაედო კვარას, ვნერვიულობთ ხალხი როგორ ჩავიდა :)
...
06 ივლისი 2022 10:39
0
აბა შენ იცი ხვიჩა, შეაგინე კი არადა გაუტანე იტალიელებს და სხვებს ბევრი! მერე კარგად ისწავლიან შენს გვარ-სახელს, ნაცვლად "ძიძი" და სხვა სისულელეებისა
fani
06 ივლისი 2022 00:43
4
წარმატებას გისურვებ მთელი გულით, რაც ყველაზე ძალიან მახარებს ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ნიჭი პროფესიონალიზმით გაჟღენთილი რომელიც უდიდეს წარმატებას მოუტანს როგორც მას ისე ჩვენს ქვეყანას, ბევრის გზამკვლევიც იქნება ხვიჩას წარმატება.
gio
06 ივლისი 2022 14:23
0
არის ასრულდა იმედი
არის ასრულდა ოცნება
დანარჩენი შენზეა კვარო
გიო9
06 ივლისი 2022 12:52
0
ჰერი ჰერი და ჰერიი ჰერი! ჰერი და ჰერი და ჰერიო
ლაშქრული
06 ივლისი 2022 07:35
0
აბა შენ იცი ხვიჩა, - სულ ჯოტია ცაავას სცენარით წავიდეს შენ კარიერა!!! ))) აწი.
Niangi
06 ივლისი 2022 07:29
0
მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე იტალიაში ძალიან გაუჭირდება, ჯობდა ესპანეთის რომელიმე კლუბში გადასულიყო. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
გელა
06 ივლისი 2022 11:38
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული