"ვლოცულობდი, რომ ხვიჩა წასულიყო "ნაპოლიში" და ჩვენთან არ ეთამაშა..." - ინტერვიუ გურამ კაშიასთან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანი" ბათუმის "დინამოსთან" ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონს სლოვაკეთში პრაქტიკულად არავინ იცნობს. ამიტომ, გამოცემა Sport.aktuality-მ ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას, რომელსაც 4 ივლისს 35 წელი შეუსრულდა...

- როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის და ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის?
- ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეკრება და ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, რათა კარგად მოვემზადოთ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელებიც მზად იქნებიან. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. ყველას გვესმის, რომ
ევროპულ ტურნირებში წარმატება გვჭირდება, რათა კლუბის და ჩვენი გულშემატკივრების ამბიციები დავაკმაყოფილოთ. ეს ჩვენთვის გარკვეული წნეხია, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ.

- როდესაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, გაგიხარდათ, "სლოვანი" საქართველოს ჩემპიონს რომ შეხვდა?
- სულაც არა! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც რთული თამაშები გვექნება. მეორეც იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია და ევროპულ ტურნირში ყოველთვის მირჩევნია, რომ არ შევხვდეთ ქართულ გუნდებს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მიხარია, რომ ბათუმის "დინამოს" ვეთამაშებით. ველოდებით გუნდს, რომელმაც ბოლო დროს წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა... თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "სლოვანს" წინსვლაში დავეხმარო.

- "სლოვანისთვის" სასიხარულო ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ ითამაშებს?
- ვლოცულობდი, რომ ხვიჩა წასულიყო "ნაპოლიში" და ჩვენთან არ ეთამაშა. ის წარმოუდგენელი ტალანტია. მარცხენა გარემარბი, რომელიც ბურთით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ვინმესთან რომ მომიწიოს მისი შედარება, ეს არის ვლადო ვაისი. რა თქმა უნდა, არ მინდა ვთქვა, რომ ის უკეთესია, მაგრამ ის უფრო ახალგაზრდაა.

- წილისყრის შემდეგ საქართველოდან ბევრი გირეკავდათ?
- რა თქმა უნდა. ერთ-ერთმა პირველმა ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა დვალიშვილმა დამირეკა, აინტერესებდა, თუ შეძლებდა ჩემ წაყვანას და მკითხა - რა პირობებით გადავიდოდი ბათუმის "დინამოში". მაგრამ ვუპასუხე, რომ ამდენს ვერ გადამიხდიდნენ. მართლა ბევრი მირეკავდა და მწერდა და არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებიც. ბათუმში ნაკრებთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და იქ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელები უყვართ. ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ "დინამოს" წინააღმდეგ მთელი ძალით არ მეთამაშა. რა თქმა უნდა, ამას იუმორით ვუყურებ და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ "სლოვანის" გამარჯვებისთვის.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ვინაა ვაისი?
,,,,,
09 ივლისი 2022 22:08
0
შეეშვით, ეპადხალიმოს ვაისს, ფულს ეგენი უხდიან. ისე, ერთად აღებულ 10 ვაისს ჯობია ერთი ხვიჩა. ცუდი შედარებაა, გათვლილი მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე.
ფირუზა
07 ივლისი 2022 10:00
2
3,65-ია ბათუმის დინამოს 2 გოლზე.ეს კუში ხშირად მიმართლებს.წარმატებები ბათუმს!
ნუკრი
06 ივლისი 2022 18:02
2
კაშოს ადრე ნათქვამი აქვს, ჩემს წინააღმდეგ მოთამაშე მოფინტავე ფეხბურთელებს ვერ ვიტანო, ვინმე რომ მეფინტავება სულ მინდა რო მივარტყაო:))
ალბათ არუნდოდა კვარასთვის ჩაერტყა და მაგიტომაც ამბობს :))
!!
06 ივლისი 2022 16:04
2
არ ვიცი პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში უფრო სწორი მიდგომაა თუ პატრიოტიზმი! ჩემი პირადი აზრია, პატრიოტიზმი და რატომ - იმიტომ რომ საქართველოს, მის ჩემპიონს ახლა ჰაერივით სჭირდება გამარჯვებები საერთაშორისო სარბიელზე, ჩვენი ქვეყნის სახელს სჭირდება წარმატებასთან გაიგივება და შენ კაშო, კანკავასთან და ჩაკვესთან ერთად სწორედ ქართულ გუნდში უნდა ყოფილიყავით და აქ დაგეცვათ ჩვენი პრესტიჟი და არა სლოვაკეთში! სამწუხაროა რომ ამ ეტაპზე თქვენ ჩვენი ჩემიპიონის, საქართველოს დროშის ქვეშ მებრძოლი გუნდის მტერი იქნებით! :( ამიტომ წარმატება ბათუმის დინამოს! და მე ვლოცულობ, როგორც შენ კვარას წასვლა აგიხდინა, ისე აგვიხდინოს ქართველებს ბათუმის წარმატება და ქართული დროშის ქვეშ მოთამაშე გუნდის გამარჯვება!!!!! ამინ!!!!
ტარიელ მაღალდაძე
06 ივლისი 2022 15:41
25
ზოგადად ლოცვაც კაია და რა თქმა უნდა პატრიოტიზმიც, მაგრამ პროფესიონალიზმს კითხვის ნიშნის ქვეშ რო ვაყენებთ და ლოცვის იმედად ვართ, მაგიტომაც მიგვდის ყველაფერში "კარგად" საქმე... კაშიას და კანკავას დარი პროფესიონალები ბევრი რო იქნება ქვეყანაში, შეიძლება მერე რამე წინსვლაზე საუბარი... ეს პირველი ეტაპია და კაშიას "დაწოლის" გარეშე თუ ვერ გავალთ, მაშინ არც შემდეგ ეტაპზე გვესაქმება რამე და მითუმეტეს ჯგუფირ ეტაპზე... ასე რომ ობიექტურ ბრძოლაში და თავდადებულ თამაშში და ვარჯიშში მოდის ის თვისებები რითიც ჯგუფირ ეტაპზე უნდა გავიდეთ... უბრალოდ ყველამ იცის რომ გურამი თავს არ დაზოგავს საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე, თორემ ქართულ გვართან თუნდაც ხუმრობით ნათქვამი მსგავსი ფრაზე, სამწუხაროდ ძაან არასასიამოვნოა...
რა მაფიაა?
06 ივლისი 2022 16:21
1
რა თქმა უნდა წარმატება და შემდეგ ეტაპზე გასვლა ყველა ვარიანტში ბათუმის დინამოსი გამიხარდება, მაგრამ ეროვნული გუნდის ყოფილ და მოქმედ კაპიტნებს და ერთა ლიგის მომგებ ჩაკვეზე ასეთი საუბარი არ მომწონს. ''სლოვანი'' სპორტული მეტოქეა და არა მტერი. უკეთესია მეტი კორექტულობა გამოვიჩინოთ სხვათა პატრიოტიზმის და პროფესიონალიზმის შეფასებისას.
გიზოგ
06 ივლისი 2022 15:57
2
ხვიჩა ვლადო ვაისზე უკეთესი არა, მაგრამ უფრო ახალგაზრდააო :)))) ეს ვითომ არ ეწერა
კაპიტან გარდენბურგი
06 ივლისი 2022 14:08
2
კაშო არ გეწყინოს მაგრამ ბათუმი ,,შეგისრულებთ":)
ჯიმა
06 ივლისი 2022 13:51
1
იქეთ გაეხარდება რა ეწყინოოს
beqa
06 ივლისი 2022 13:58
2
კაშო რა ფეხბურთელი იყო ვლადო ვაისი რომ კვარას ადარებ კარგი რა!! ჯერ შედარებები არ მიყვარს მითუმეტეს ვაისთან კვარასი!
azri
06 ივლისი 2022 13:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული