19:11 06-07-2022
"მივესალმები საქართველოს, მადლობა, რომ თქვენი შვილი მოგვანდეთ" - "ნაპოლის" იტალიელი ფანი კვარაცხელიაზე საუბრობს [VIDEO]
AutoSharing Option
"ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს, აქამდე არ ვიცნობდი და ვფიქრობ, რომ ნეაპოლში არც არავინ იცოდა მის შესახებ, მაგრამ "ნაპოლის" ჰყავს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი. მჯერა, რომ ხვიჩა იცნობდა ჩვენს მწვრთნელს. ლუჩანო სპალეტი 5 წელი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მუშაობდა. როგორც დაიწერა, სწორედ მან დაურეკა ხვიჩას, რათა შემოთავაზების მიღებაში დაერწმუნებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან გადაწყვიტა "ნაპოლიში" ჩამოსვლა, რადგან მჯერა, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ემოციის მინიჭება შეუძლია ნეაპოლელებისთვის და სანაცვლოდ, ჩვენგან დიდი სიყვარულისა და მადლიერების მიღებას შეძლებს", - მისი თქმით, ნეაპოლი მშვენიერია ქალაქია, ასევე, სტუმართმოყვარედ ითვლება და ხვიჩას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.
გასულ წელს, განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში, "ნაპოლი" სერია A-ში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსებს, საბოლოოდ კი ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პიერი ოპტიმისტურად უყურებს ახალ სეზონს და იმედი აქვს, რომ მისაღწევ წარმატებებში ხვიჩას როლი დიდი იქნება.
"ბოლო წლებში "ნაპოლი" იტალიასა და ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბი გახდა. წელს ის "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას და ხვიჩა კვარაცხელიას ექნება შესაძლებლობა, აჩვენოს თავისი სრული ღირებულება - მნიშვნელოვან ეტაპებზე დაპირისპირებებში. იმედი მაქვს, "ნაპოლის" შეუძლია დაიბრუნოს სერია A-ს ჩემპიონის ტიტული, რომელიც 30 წელია დაკარგული გვაქვს; ასევე, აჩვენოს კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ეს არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, არამედ მთელ გუნდზე იქნება დამოკიდებული", - ამბობს ის.
პიერის თქმით, ხვიჩა მალე შეეწყობა "ნაპოლის", რადგან გუნდი ძალიან ერთიანია. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიურის სწავლა იქნება, თუმცა სპალეტიმ რუსული იცის და დასაწყისში კომუნიკაციისთვის ეს გამოადგებათ.
პიერი მადლობას უხდის ბათუმის "დინამოს" და მის გულშემატკივრებს, რადგან "ნაპოლის" "მათი შვილი მიანდეს".
ინფორმაციის წყარო: რუსთავი 2
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დიახაც, ის ჩემი შვილიც არის, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანის, ის საქართველოს შვილია.
86
0
ხოდა ამ ჩვენს "შვილს" კარგად მიხედეთ, არ გაგვიბრაზოთ, თორე არა ნაკლები "ემოციური და გადარეულები" ვართ ქართველებიც, იტალიელებზე! (კარგი გაგებით) ისე ჩვენში დარჩეს და ხასიათითაც კი ვგავართ ერთმანეთს იტალიელ ებიც და ქართველებიც.
33
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული