წიტაიშვილის წასვლით კიევის "დინამო" უკმაყოფილოა - გიომ სწორი ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
ua-football-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ფიფას ახალი წესით ისარგებლა, "ლეხში" იჯარით პირადი ინიციატივით გადავიდა და ამ სიტუაციაში კიევის "დინამოს" წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო.

წიტაიშვილმა "დინამოსთან" კონტრაქტი შეაჩერა, რაც უკრაინულ კლუბს არ მოეწონა, თუმცა კომპენსაციის სახით 100 ათას ევროს მიიღებს და ამ თანხას მიზერულად მიიჩნევენ.

როგორც ირკვევა, პოლონურმა კლუბმა გიოს განაცხადში შეყვანა "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ ორი საათით ადრე მოახერხა და სავარაუდოდ, ამ მიზეზით არ მოუწია თამაში.

გიორგი გასული სეზონის მეორე ნახევარში პოლონურ
"ვისლაში" ასპარეზობდა და განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ფეხბურთელის მიმართ სრულიად სხვანაირი დამოკიდებულებაა, რაც თვითდაჯერებულს ხდის. "დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გუნდის ჩაბარებისთანავე აითვალწუნა ჩვენებური, სულ იჯარით ჰყავდა გაშვებული, ახლაც ძნელი სათქმელია რას უპირებდა და ქართველის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია.

Transfermarkt-ის მიხედვით წიტაიშვილის ფასი 1 მილიონი ევროა და მას "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 12 /
წიტაიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში!
თემური
11:22 10-07-2022
1
ყოჩაღ, ძალიან საღი გადაწყვეგტილება მიიღო. საერთოდ, გიოს ძალიან საღი დამოკიდებულება აქვს მოვლენების მიმართ და ძალიან ერთგულია ფეხბურთის. აშკარად შორს წავა. სარმატებებს ვუსურვებ!
გიორგი
00:48 10-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული