თბილისის "დინამოს" მეკარე "სპორტინგში" გადავიდა

AutoSharing Option
18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი იჯარის წესით "სპორტინგში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამოს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე - პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის - სპორტინგის რიგებში გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პაპუნა ბერუაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე გახლავთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორედ მაგაშია საქმე, რომ სხვაგან გადავიდა ისე როგორც მამარდაშვილი და საკუთარ აღზრდილს ვერ იყენებს. ვიღაც სიქიმი უდგას კარში ამ დროს. ეგაა ფიფიას მაფია და რა მენეჯმენტიც ყავს ისეც მისდის საქმე
ანესთეზეოლოგი
11:09 10-07-2022
3
წარმატებები პაპუნას!!! ალბათ მამარდაშვილის პრეცენდენტი დიდი მოტივაციაა სხვა ქართველი მეკარეებისთვის.
რამდენია სიმაღლეში ხომ არ იცით? ვერსად ვერ მოვიძიე.
Felisio
23:02 09-07-2022
0

სიახლეები პოპულარული