"კვარაცხელიას მარცხენა ფლანგის ათვისება მოუწევს, "ნაპოლის" მომავალ სეზონში 3 რეაქტიული შემტევი ეყოლება - იტალიური მედია

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და წინასასეზონო მზადებას გადის.

იტალიური გამოცემა Сorriere dello Sport-ი ნეაპოლელთა შემტევი ხაზის რეაქტიულობასა და სისწრაფეზე საუბრობს.

"კვარაცხელია ელვისებურად სწრაფია. მას მოუწევს მარცხენა ფლანგის ათვისება. მეორე მხრივ, ლოსანო მარჯვენა ფლანგზე, რომელსაც შეუძლია ფინტების, დარტყმებისა და ასისტების შესრულებით შეცვალოს მატჩის ბედი. ლოსანო, "კვარა" და ოსიმენი ერთად სისწრაფის ხარჯზე შეუჩერებლები იქნებიან. 3 მორბენალი, რომლებიც კონტრშეტევაზე ბევრ მეტოქეს დაამწუხრებენ".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ მატჩს 15 აგვისტოს, სტუმრად "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე გადაჭრელებულია ყველაფერი ქართული დროშებით, კვარა კვარას კომენტარებით, ბავშვი სად არის გვანახეთო და რაღაც ეგეთებს წერენ მასიურად, თან დედის გინებასაც აყოლებენ. ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის? ჩამორჩენილი აზიური ქვეყნის მოსახლეობასავით იქცევიან ქართველები.
გულშემატკივრობა არაა ეგ. ერთი ფეხი დაუცდეს და ზედ გადაუვლიან ეგრევე, გულშემატკივრობა არ არის ფეისბუქ გვერდზე შევარდნა და დროშების პათეტიკურად წერა. გულშემატკივრობა ის იქნებოდა, როცა რთული პერიოდი ჰქონდა, მაშინ დადგომოდნენ გვერდით თავისი თანამემამულეები. კიდევ ექნება რთული დღეები და დავინახავთ ყველა, როგორც დაუჭერენ მხარს :)
სამაგიეროდ კლავიატურასთან ყველა მაგარია, კომენტარის დაწერაში.
უხერხულად ვგრძნობ თავს, შეიძლება ხვიჩაც ეგრე გრძნობს. შეიძლება ცუდი თვალით შეხედონ ასე ველურებივით რომ შეესია მთელი საქართველო ფეისბუქ გვერდს.
ცივილური ერები არ აკეთებენ ასე. წარმოიდგინეთ ტონი კროოსი რომ გადავიდა რეალში და გერმანელები რომ შესეოდნენ გერმანიის დროშებით რეალის გვერდს, აი რაღაც აბსურდია.
ხოდა კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია და საერთოდ არავისზე ნაკლები არაა ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, რაში ჭირდება ეს აქედან უაზრო შეძახილები.
ქართულ გვერდებზე რაც ხდება გასაგებია მაგრამ იქ მაინც რა საჭიროა :))
რუბინის გვერდზე ახლაც დევს კვარას საქებარი და მერე სალანძღავი კომენტარები.
ტეხავს მართლა...
Skeleton
04:00 12-07-2022
2
ეხლა ვუყურებ ნაპოლის დილის ვარჯიშს მართლა უდიდესი აჟიოტაჟია მარტო ნეაპოლში კი არა მთელ იტალიაში ხვიჩაზე ! ტრინუნა სავსეა და ეს ნეაპოლიდან 1000 კილომეტრით ჩრდილოეთში და წამყვანები ამბობენ ამ ხალხის უმეტესობა კვარაცხელიას სანახავად არიან მოსულიო(გვარს უკვე გამართულად ამბობენ არადა იძახდნენ ასეთი გვარი როიგორ უნდა წარმოვთქვათოDD) ხალხი გამოკითხეს საიდან ხართო და ისინი პასუხობენ--მილანიდან ბრეშადან ბერგამოდან ბოლცანოდანო ანუ ლამის მთელი ჩრდილო იტალიიდან ! და ერთი საერთოდ მეზობელი ავსტრიის ინსბრუკიდან ჩასულა ! მოკლეგ ნამდვილი სიგიჟეა!! თან რა გოგოებს უკავიათ ხვიჩას პლაკატები ! შეუძლია ყველაზე ლამაზთან მივიდეს თვალი ჩაუკრას და უჩურჩულოს წამოდი ამაღამ ჩემთანო და ის კიკუსავით კი არ კითხავს რა უნდა გავაკეთო შენთანო კუნტრუშით გაყვებაა D (მაგრამ ხვიჩა წესიერი ბიჭია და არ მივა მის იტა;იაც რომ იყოს !) ლუი მე-14 ს არ იყოს(კარგია მეფობაო D) კარგია ფეხბურთელობაა DDD ბავშვებოო შედით ფეხბურთზე და ბევრი ივარჯიშეთ თუ გინდათ რომ თქვენზეც ასე გადაირიოონ !!!
zura222
15:37 11-07-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული