ხვიჩა სპალეტიმ დამატებით ავარჯიშა - ქართველზე ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლი" დიმაროში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს დილით მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა და გუნდში "ფროზინონედან" დაბრუნებული 23 წლის თავდამსხმელი ალესიო ძერბინი დამატებით ავარჯიშა.

კვარაცხელიასა და ძერბინის შესახებ რადიო "კის კისთან" ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ისაუბრა:

"მე, რა თქმა უნდა, ქართველს მაღალი კლასის ფეხბურთელად ვთვლი, ჩვენს ფეხბურთში ყველაფერი გამოუვა. თუმცა ეს აგრეთვე მიდგომაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია უცბად "აფეთქდეს" ან ამისათვის გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ მის დონეში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს.

ძერბინიმ ზოგიერთ ასპექტში თამაში გააუმჯობესა. კარგი მონაცემები აქვს, კარგად
დარბის. ტექნიკის გაუმჯობესება სჭირდება, რადგან, როდესაც "ნაპოლიში" თამაშობ, ეს აუცილებელია".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩაზე რასაც წერენ კარგს, გულწრფელად მიხარია,მაგრამ ვშიშობ, ამან მასზე ცუდად არ იმოქმედოს.მაინც ახალგახრდა ბიჭია.ზომიერება ყველაფერში. ისე, კარგად აღზრდილია.
Status quo
10:44 19-07-2022
0
ძალიან მიხარია, რომ ამდენი იწერება ხვიჩაზე, მე საერთოდ არ მაწუხებს, პირიქით. ერთადერთი რაც შემაწუხებელია, ქართველები მინღოლებივით რომ შეესიეთ ნაპოლის გვერდს და ხვიჩას ფოტო გვაჩვენეთო ეძახით ეგ ტეხავს ცოტათი :დ
ბავშვი სადარისო კიდე:))
Skeleton
18:23 12-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული