"ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს 77 ნომერს ტაბუ მოხსნას..." - იტალიური მედია ხვიჩას ვრცელ სტატიას უძღვნის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად წინასასეზონო მზადებას გადის. იტალიელი გულშემატკივრები "კვარას" დებიუტს მოუთმენლად ელიან.

Footballnews24.it კლუბის ახალწვეულს ვრცელ სტატიას უძღვნის.

"ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდი ზეწოლაა, განსაკუთრებით, იმ როლის გამო, რომელიც ლუჩანო სპალეტის საჭადრაკო დაფაზე ექნება. "ნაპოლის" ახალი "ეშმაკი" მზადაა საქმეში ჩაერთოს და 77 ნომერს ტაბუ მოხსნას. პარასკევს, 8 ივლისს, ნეაპოლელთათვის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. გუნდი დიმაროში იმყოფება. კლუბს აქვს მიზანი, მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ადვილი არ იქნება. პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის სატრანსფერო პოლიტიკის გამო "ლურჯები" რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა, მათ შორის,
ყოფილ კაპიტანს, ლორენცო ინსინიეს. გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ კლუბი მის შემცვლელად პაულო დიბალას დაიმატებდა, თუმცა "ზღარბის" მემკვიდრედ ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია ითვლება, 2001 წელს დაბადებული ბიჭი, რომელმაც სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი მოაჯადოვა. გარემარბის ტექნიკური უნარები არასოდეს ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ვარჯიშზე რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი შემოგვთავაზა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია. ქართველის სიჩქარე და ტექნიკური არსენალი მის საფეხბურთო ეშმაკობაზე მეტყველებს, სამივე კომპონენტი იდეალურად ემთხვევა ნომერ 77-ს".

აღნიშნული გამოცემა კვარაცხელიას ნომრის შესახებ ვრცლად წერს.

"ბათუმის "დინამოსა" და ყაზანის "რუბინის" ყოფილ მოთამაშეს არა მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოუწევს, არამედ 77 ნომრის ტაბუს გაქარწყლებაც. "ნაპოლის" ისტორიაში იმავე მაისურს ათამდე ფეხბურთელი ირგებდა და არც ისე წარმატებით. ლუჩიანო გალეტი, გაეტანო ავოლიო, გონსალო მარტინესი, დანიელე მანინი - ამ მოთამაშეებმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლეს. ბოლო 2 ფეხბურთელი, რომლებმაც აღნიშნული მაისური მოირგეს, ომარ ელ კადური და რაფაელ რუსო იყო. 2018 წლის შემდეგ ნომერი ვაკანტურია. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს მისია, შეცვალოს უიღბლო ისტორია და ახლის წერას შეუდგეს".

იტალიური მედია ხვიჩას არჩევანს მარტივად ხსნის.

"ახალწვეულის მოტივაცია ძალიან მარტივია, მისი საყვარელი ნომერი 7-ია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც ირგებს, თუმცა კლუბში აღნიშნული ნომრით ელიფ ელმასი თამაშობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ნომრის "ორჯერ ამობეჭდვა". ციფრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი ქართველის ხელშია. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რას დაწერს მოედანზე "ნაპოლისთან" ერთად".

მკითხველის კომენტარები / 16 /
შეკითხვა ბატონ soso-ს: ხომ არ გეწყინებათ ნაპოლიდან არსად რომ არ წავიდეს და ნაპოლი უძლიერეს კლუბად აქციოს? ასე აჯობებს მგონია!
ვაჟა მასწავლებელი
01:46 13-07-2022
0
წელს ძალიან სუსტი იქნება ნაპოლი ორი წამყვანი მოთამაშე წავიდა კაპიტანი კულიბალიც თუ წავიდა საერთოდ გავარდნით არ გავარდება მაგრამ კვარას ექნება მეტი დრო თავის დასამტკიცებლად მჯერა ყველაფერი გამოუვა ნაპოლიდან მსოფლიო დონის გუნდში გადავა
Soso
23:13 12-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული