წიტაიშვილი და კვეკვესკირი შეცვლაზე - "ლეხი" ბაქოში განადგურდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ლეხი“ სტუმრად "ყარაბაღთან" 1:5 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო, აზერბაიჯანში კი 1:5 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე „ყარაბაღი“ გავიდა. სტუმართა გუნდში 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი წიტაიშვილი, ხოლო ნიკა კვეკვესკირი - 85-ეზე. მასპინძელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილს ისევ არ უთამაშია.

ბაქო. „რესპუბლიკა სტადიონუ“
ყარაბაღი - ლეხი 5:1
გოლები: 0:1 ველდე (1), 1:1 კადი (14), 2:1 ოზობიჩი (42), 3:1 მედინა (56), 4:1 კადი (74), 5:1 ჰუსეინოვი (78)

მკითხველის კომენტარები / 11 /
წიტაიშვილი ვერ გააჩერეს,ჰაუტს აწვდიდა,ბურთს უყურებდა,ცვლილებაზეც შევიდა,მოკლედ გამორჩეულად ისწორებდა თმასაც,სიტი უკვე მოქმედებაზეა გადასული მაგრამ ბარსელონა უფრო აქტიურია,რას გადაწყვეტს წიტაიშვილი?
53
წარმოიდგინეთ რა სიტუაციაა ქვეყანაში, როცა შენი ლიგიდან ფეხბურთელი გადადის პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ადგილოსან გუნდში, რომელთა ჩემპიონი 5-1 აგებს აზერბაიჯანის გუნდთან ))))
ილია
01:01 13-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული