საქართველოს ნაკრების მცველი პოლონურ გუნდში გადავა

AutoSharing Option
transfery.info-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების 26 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

გიორბელიძე ლიუბინის "ზაგლებიეში" მედშემოწმებას ამ კვირაში გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად მხარეები ხელშეკრულების ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

გურამი გასულ სეზონში "ვოლფსბერგერიდან" იჯარის წესით დრეზდენის "დინამოში" თამაშობდა.

"ზაგლებიემ" ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და გუნდი აგრეთვე ბათუმის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველით, თორნიკე გაფრინდაშვილით გაძლიერდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პოლონეთის ლომებოოო
მადრიდისტი
13 ივლისი 2022 20:39
1
Polonetis chempionati wels dzalian saintereso iqneba kovel gundshi tamashobs qartveli claims....
Givi
14 ივლისი 2022 12:00
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული