"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ პრესკონფერენციას სრულად:

შედარება ინსინიესთან...

ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ნაპოლია". აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ლორენცო ინსინიე შევცვალო. აქ მოვედი, რადგან ჩემი საუკეთესო გავაკეთო. როცა "ნაპოლიდან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე დავთანხმდი.

ემოციები განვლილი 1 კვირიდან...

გუნდის პირველი შეკრება ძალიან მომეწონა. ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მომწონს მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ამ კოლექტივში დავინახე. ნეაპოლში ჩამოსვლამდე მთავარ მწვრთნელს, სპალეტის შევხვდი. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე
იქნება.

საყვარელი ფეხბურთელი და პოზიცია...

რომელი ფეხბურთელი შთამაგონებს? კრიშტიანო რონალდო. მომწონს მარცხენა ფრთიდან შეტევა. იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე და ვიმედოვნებ, მალევე სრულფასოვნად მეცოდინება. ცოტას ინგლისურადაც ვსაუბრობ. დიდი იმედი მაქვს, ენის ბარიერს მალე დავძლევ, რათა თანაგუნდელებს უფრო მარტივად გავუგო. როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მინდა გაზრდა და განვითარება. პენალტები და საჯარიმო დარტყმები? დიახ, ვიცი, როგორც უნდა შევასრულო ისინი. რამდენ გოლს გავიტან? ჩემს საუკეთესოს შევეცდები, ზუსტად ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ გუნდი ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა კიდევ ბევრი დარჩა.

რუსეთის დატოვება...

ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე. იტალია ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა, ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი. არასდროს მინახავს ნეაპოლზე ლამაზი ქალაქი. ეს იმ წამსვე შევნიშნე, როდესაც ჩამოვფრინდი.

Sportall.Ge

ტრანსფერი იტალიაში...

ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, სათამაშოდ იტალიაში გადადიხარ, ყველა გეხმარება და მხარში გიდგას. ეს ტრანსფერი ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ ეს, შეეცადნონ მაქსიმალურად გაიზარდონ, რათა "დიდ" ქვეყანაში სათამაშოდ წავიდნენ.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და თამაში მარადონას მოედანზე...

ვარ თუ არა აღფრთოვანებული ჩემპიონთა ლიგაზე და მარადონას მოედანზე თამაშით? რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად ამისთვის ვემზადებოდი, რათა საუკეთესო მეჩვენებინა.

გულშემატკივრები...

ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, თბილი გულშემატკივრები ჰყავს და ამასთან ერთად, ფანებმა იციან, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მაისურის ნომერი და მიზანი...

მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ. რა არის ჩემი მიზანი? მე არ მაქვს კონკრეტული სამიზნე, მინდა ყველაფერში ჩემი საუკეთესო ჩავდო. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ნომერს, 7 ჩემი საყვარელი ციფრია. რადგანაც 7 დაკავებული იყო, 77 ნომრის არჩევა გადავწყვიტე.

Sportall.Ge

სხვა შემოთავაზებები...

სხვა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, თუმცა "ნაპოლის" შესახებ როდესაც შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, თანაც ამ გუნდისგან წინადადება ყველაზე რეალური იყო.

ამბიციები და სხვა პოზიცია...

ამბიციები? ჩემთვის გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; მაშინ ვითარდები, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს. რაც შეეხება ჩემს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს, თავს კომფორტულად უფრო გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ. თუ მწვრთნელს და გუნდს სხვა პოზიციაზე თამაში დასჭირდება, მზად ვარ გავაკეთო ის, რაც გუნდს დასჭირდება. ჩემი პოზიციის ცვლილებაზე პრობლემა არ მაქვს.

"კვარადონა"

ვფიქრობ, "ნაპოლიში" მარადონას სახელი ყველაზე მეტს ნიშნავს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ზედმეტსახელი შემარქვეს. რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო.



მკითხველის კომენტარები / 40 /
მიდი კვარა! მუხლჩაუხრელი დაუზარელი შრომაა საჭირო ეგ გეცოდინება და არ დაგავიწყდეს არასდროს.უდიდეს წარმატებას გისურვებ რასაც კი შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა!
გეგი
15 ივლისი 2022 15:22
0
უდიდესი, უდუდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს! ისე გამიხარდება ხვიჩას წარმატება, როგორც საკუთარი თავის.
ვახო...
15 ივლისი 2022 19:12
0
გაიხარე ხვიჩა! წარმატებები, ჯანმრთელობა და საფეხბურთო იღბალი! შენ ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნე და ეხლა უნდა შეძლო შენი პირადი მაგალითით პერსპექტიულ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ტოპ გუნდებში გაუხსნა გზა. კარგი ახალგაზრდა, წესიერი კაცი ხარ. ერთს გთხოვ: პერიოდულად გაიხსენე იმ ქართველი ფეხბურთელების მაგალითები, რომლებსაც ბევრის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ პირადულმა მენტალიტეტმა არ მისცა ამის საშუალება.
საფეხბურთო საზოგადოებას მივმართავ წინადადებით: შეიქმნას ხვიჩას ფანკლუბი.
სტაჟიანი გულშემატკივარი
15 ივლისი 2022 15:49
1
დისლაიკის ავტორს. რა არ მოგეწონა?!
გულშემატკივარი
15 ივლისი 2022 18:10
0
ნაც- ლეიბორისტია და ის არ მოეწონა DD
zura222
15 ივლისი 2022 18:59
1
მე ამ ბიჭში ვხედავ, რაღაც არაქართული მენტალობის (კარგი გაგებით) სადაც, მიზანი,შრომა და ნიჭი ერთმანეთს ერთვის,სადაც ეს სამი ძირითადი კომპონენტია თავმოყრილი! სადაც სამშობლო,ოჯახი და ღმერთი ერთშია გაერთიანებული,უბოროტო და კეთილი! მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო ამაყობს შენით! ქგგალე შურს დო გურს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15 ივლისი 2022 15:29
0
არზნევ მეგობარო, მოვიწონე შენი პოსტი, მაგრამ მეგრული სამწუხაროდ არ ვიცი და ფრჩხილებში, თუ მიუთითებ რა სწერია, მადლობას გეტყვი.
100%
15 ივლისი 2022 15:57
0
არაქართულში მეგრულს ხომ არ გულისხმობ?
ანდრი
15 ივლისი 2022 20:20
3
ნიჭი გაქვს ეხლა მთავარია ვარჯიში და იმ ნაკლოვანებების გამოსწორება რაც გაქვს იტალკიის ჩემპიონატი რუსეთი და უკრაინა არ არის . იმედია რონალდოს მაგალითს აიღებ კაცი 37 წლის არის და ისე ვარჯისობს თითქოს ეხლა დაიწო ფეხბურთის თამაში.დისწიპლინა შრომა ბარები დალევა და გულაობა კარიერის მერე. ესე ხდებიან დიდი ფეხბურთელები თორე ნიჭი ქინქლაძეს რო ქონდა ისეთი უნდა მაგრამ რაც გააკეთა კი ვნახეთ.აბა შენ იცი
aleko
15 ივლისი 2022 17:09
2
,,რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო,,.
გენაცვალე! მე კი, უფრო დიდი მინდა გახდე. ბადრის და მთელი საქართველოს სიხარულის მოზიარე ვარ.
100%
15 ივლისი 2022 15:39
0
დიდ წარმატებებს გისურვებ ხვიჩა!
გიზოგ
15 ივლისი 2022 15:56
0
ყოჩაღ ხვიჩა, ძაან მაგარი გზავნილი იყო ყველასთვის. ხვიჩა არის ხვიჩა და არავის ჩრდილში ყოფნას არ აპირებს, მითუმეტეს ინსინიე არ არის იმ კალიბრის, რომ ხვიჩა მის ნაკვალევს გაჰყვეს. ნაპოლიმ იფიქროს თავის დროზე, როცა ხვიჩა კიდე წინ გადადგამს ნაბიჯს, როგორ შეცვლის მას. არადა კაშიამ წამოროშა, რომ ხვიჩა ვაისის დონისააო, უბრალოდ ახალგაზრდააო, თორემ მასზე უკეთესი არ არისო. ამ დონის ვაზელინი არ უნდა იყო კაცი ამ ასაკში, გამგები გაიგებს და იმედი მაქვს ცენზურას გაივლის ჩემი კომენტარი.
სიმართლე
15 ივლისი 2022 17:00
1
წარმატებები და წარმატებები. შრომა, შრომა, შრომა და ისევ შრომა. შენ პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, ყიფიანის, გუცაევის უნდ გახსოვდეს.
წარმატებები
15 ივლისი 2022 15:38
1
ყოჩაღ ხვიჩა! შენი სახელი დაგეტოვებინოს. ჯანი, ხალისი და წარმატება..
ანდრი
15 ივლისი 2022 15:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული