"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ პრესკონფერენციას სრულად:

შედარება ინსინიესთან...

ჩემთვის დიდი პატივია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ნაპოლია". აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ლორენცო ინსინიე შევცვალო. აქ მოვედი, რადგან ჩემი საუკეთესო გავაკეთო. როცა "ნაპოლიდან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე დავთანხმდი.

ემოციები განვლილი 1 კვირიდან...

გუნდის პირველი შეკრება ძალიან მომეწონა. ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მომწონს მეგობრული ატმოსფერო, რომელიც ამ კოლექტივში დავინახე. ნეაპოლში ჩამოსვლამდე მთავარ მწვრთნელს, სპალეტის შევხვდი. ის შესანიშნავი პიროვნებაა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე
იქნება.

საყვარელი ფეხბურთელი და პოზიცია...

რომელი ფეხბურთელი შთამაგონებს? კრიშტიანო რონალდო. მომწონს მარცხენა ფრთიდან შეტევა. იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე და ვიმედოვნებ, მალევე სრულფასოვნად მეცოდინება. ცოტას ინგლისურადაც ვსაუბრობ. დიდი იმედი მაქვს, ენის ბარიერს მალე დავძლევ, რათა თანაგუნდელებს უფრო მარტივად გავუგო. როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, მინდა გაზრდა და განვითარება. პენალტები და საჯარიმო დარტყმები? დიახ, ვიცი, როგორც უნდა შევასრულო ისინი. რამდენ გოლს გავიტან? ჩემს საუკეთესოს შევეცდები, ზუსტად ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ გუნდი ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა კიდევ ბევრი დარჩა.

რუსეთის დატოვება...

ომი რუსეთში? არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. რუსეთი ჩემი მიზეზების გამო დავტოვე. იტალია ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა, ასევე ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ტრანსფერი. არასდროს მინახავს ნეაპოლზე ლამაზი ქალაქი. ეს იმ წამსვე შევნიშნე, როდესაც ჩამოვფრინდი.

Sportall.Ge

ტრანსფერი იტალიაში...

ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, სათამაშოდ იტალიაში გადადიხარ, ყველა გეხმარება და მხარში გიდგას. ეს ტრანსფერი ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ მაგალითად გამოიყენონ ეს, შეეცადნონ მაქსიმალურად გაიზარდონ, რათა "დიდ" ქვეყანაში სათამაშოდ წავიდნენ.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და თამაში მარადონას მოედანზე...

ვარ თუ არა აღფრთოვანებული ჩემპიონთა ლიგაზე და მარადონას მოედანზე თამაშით? რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად ამისთვის ვემზადებოდი, რათა საუკეთესო მეჩვენებინა.

გულშემატკივრები...

ვიცოდი, რომ ნეაპოლი ლამაზი ქალაქია, თბილი გულშემატკივრები ჰყავს და ამასთან ერთად, ფანებმა იციან, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მაისურის ნომერი და მიზანი...

მაისურზე დავიწერ ჩემს გვარს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ "კვარა" დამიძახოთ. რა არის ჩემი მიზანი? მე არ მაქვს კონკრეტული სამიზნე, მინდა ყველაფერში ჩემი საუკეთესო ჩავდო. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ნომერს, 7 ჩემი საყვარელი ციფრია. რადგანაც 7 დაკავებული იყო, 77 ნომრის არჩევა გადავწყვიტე.

Sportall.Ge

სხვა შემოთავაზებები...

სხვა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით, თუმცა "ნაპოლის" შესახებ როდესაც შევიტყვე, არც დავფიქრებულვარ, თანაც ამ გუნდისგან წინადადება ყველაზე რეალური იყო.

ამბიციები და სხვა პოზიცია...

ამბიციები? ჩემთვის გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია; მაშინ ვითარდები, როდესაც გუნდი წარმატებას აღწევს. რაც შეეხება ჩემს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს, თავს კომფორტულად უფრო გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ. თუ მწვრთნელს და გუნდს სხვა პოზიციაზე თამაში დასჭირდება, მზად ვარ გავაკეთო ის, რაც გუნდს დასჭირდება. ჩემი პოზიციის ცვლილებაზე პრობლემა არ მაქვს.

"კვარადონა"

ვფიქრობ, "ნაპოლიში" მარადონას სახელი ყველაზე მეტს ნიშნავს. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ზედმეტსახელი შემარქვეს. რა თქმა უნდა, დიეგოსთან მიახლოება შეუძლებელია, თუმცა გავაკეთებ ყველაფერს, რათა ნეაპოლელი გულშემატკივრები გავახარო.



მკითხველის კომენტარები / 40 /
მე ამ ბიჭში ვხედავ, რაღაც არაქართული მენტალობის (კარგი გაგებით) სადაც, მიზანი,შრომა და ნიჭი ერთმანეთს ერთვის,სადაც ეს სამი ძირითადი კომპონენტია თავმოყრილი! სადაც სამშობლო,ოჯახი და ღმერთი ერთშია გაერთიანებული,უბოროტო და კეთილი! მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო ამაყობს შენით! ქგგალე შურს დო გურს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15 ივლისი 2022 15:29
0
არაქართულში მეგრულს ხომ არ გულისხმობ?
ანდრი
15 ივლისი 2022 20:20
3
არზნევ მეგობარო, მოვიწონე შენი პოსტი, მაგრამ მეგრული სამწუხაროდ არ ვიცი და ფრჩხილებში, თუ მიუთითებ რა სწერია, მადლობას გეტყვი.
100%
15 ივლისი 2022 15:57
0
მიდი კვარა! მუხლჩაუხრელი დაუზარელი შრომაა საჭირო ეგ გეცოდინება და არ დაგავიწყდეს არასდროს.უდიდეს წარმატებას გისურვებ რასაც კი შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა!
გეგი
15 ივლისი 2022 15:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული