"ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა?!" - სანაია ობოლაძეს პასუხობს

AutoSharing Option
ვახო სანაია სოციალური ქსელის მეშვეობით ტელეკომპანია "იმედის" სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

"დიმა ობოლაძე ყოველთვის გამოირჩეოდა სამოქალაქო პოზიციით. ვერ დაასწრებ. სულ რაღაცას აპროტესტებს იმედის ეთერში, იმ წვერებიანი წამყვანის არ იყოს. სულ ყურთან რომ უპიპინო, ჩირგვებიდან ვერ გამოიყვან, სამაგიეროდ აგერ გაუღვიძებიათ დილით და ძალით გაბრაზებული სახით რაღაცას ალაპარაკებენ

ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა ?!", - წერს სანაია. 

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენციის შემდეგ ვახო სანაიამ შემდეგი განცხადება
გააკეთა:

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერდა სანაია.

სანაიასთან ერთად კვარაცხელია გიგა მაქარაშვილმაც გააკრიტიკა. კრიტიკოსებს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით დიმიტრი ობოლაძემ უპასუხა, რომელმაც თქვა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

alt"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
გთხოვთ ნუ აქვეყნებთ სანაიას, მაქარაშვილი და მსგავსი პირების ფბ პოსტებს. საუკეთესო პიარი, ანტიპიარია და თქვენ ამაში უწყობთ ხელს!

ხვიჩა, მთელი გულით და სულით შენთანაა მთელი საქართველო, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!!!
ირაკლი
11:12 17-07-2022
5
დათუნაშვილის ცემის ფაქტს ყველაზე მეტად ვაპროტესტებდი და ვიცავდი, აუტანელია ჩემთვის ვინმეს მიმართ ბულინგი და მითუმეტეს ფიზიკური ძალადობა, თან სპორტსმენის.
ვერ გავიგე ამ უაზრო განცხადებით რას ცდილობს სანაია, რა შუაშია ხვიჩა დათუნაშვილთან, ერთს თუ მოექცნენ უსამართლოდ მეორესაც უნდა მოექცნენ? ვცემოთ ბარემ ეგეც :))
ერთის ხარჯზე მეორე დანაშაული არ იფარება ვახო!
ეს იგივეა, ქოცებს რომ დანაშაულზე მიუთითებენ და თავს იმით იმართლებენ ნაცები უარესს აკეთებდნენო :)
რა დაბალ დონეზეა თქვენი ჟურნალისტიკა უკვე ამ ტექსტიდანაც ჩანს რაც დაწერე!
Skeleton
11:33 17-07-2022
8

სიახლეები პოპულარული