აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა დაადასტურა.
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. რთული სათქმელია, როდის იქნება მზად, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ შეიძლება. ალბათ, რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება".
შეგახსენებთ, კიტეიშვილი "შტურმს" 2018 წელს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდში ოთარმა