ქართველი ტალანტი, მეტსახელად "ზიზი", რომელიც "ნაპოლიში" უკვე ცეცხლს ანთებს
მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" შეტევის მთავარი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე დაკარგა, კლუბი ჯოჯოხეთურ, გარდამავალ გზას გაივლის. იტალიელის შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც ქალაქში ფეხის წვერებზე ჩამოვიდა და უკვე აღფრთოვანებულია ნეაპოლური გარემოთი. კლუბში ჩატარებული 487 მატჩის, 138 გატანილი გოლისა და 96 შედეგიანი გადაცემის შესრულების შემდეგ ლორენცომ ახალი გამოწვევა მიიღო და MLS-ის ბინადარ
აფეთქება "რუბინში" და სამშობლოში დაბრუნება
კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, გადავიდა "რუსთავში", ქართული კლუბიდან მოსკოვის "ლოკომოტივს" იჯარით შეუერთდა. ხვიჩამ საუკეთესო თვისებები სწორედ აქ გამოავლინა, ჩაატარა 10 მატჩი და 2018/19 წლებში რუსეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. საზღვარგარეთ პირველი ჩატარებული სეზონის შემდეგ "რუსთავთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "რუბინში" გადაბარგდა. ყაზანში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. შესანიშნავი დრიბლიორი, გამორჩეული პასის კულტურითა და მომენტების ბრწყინვალე დაგვირგვინების უნარით. "რუბინში" 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხვიჩამ კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში, კერძოდ, ბათუმის "დინამოში" გადავიდა. ამ ტრანსფერით "რუბინი" საბოლოოდ ჩაიძირა და რუსეთის D2 ლიგაში გავარდა, ხვიჩა კი განვითარებას განაგრძობდა, თერთმეტ მატჩში შემტევმა 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თავისი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების ლიდერად აქცია. "ნაპოლიმ", რომელსაც მარცხენა ფლანგის შემტევი სჭირდებოდა, მომენტი იდეალურად იგრძნო, შესაძლებლობა გამოიყენა და ახალგაზრდა ფეხბურთელი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.
"ნაპოლიმ" აღმოაჩინა "ზიზი"
ხვიჩა ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავია. გარემარბს 17 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. მისი გრძელი გვარის გამო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შეწუხებული იყო, თუმცა მალევე იპოვა გამოსავალი და განაცხადა: "მე მას ძიძის დავარქმევ". ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გვარის პირველ ხუთ ასოსთან დაკავშირებით "კვარას" უწოდებენ, ამ სეზონში აპირებს, თავისი გვარი მთელ მსოფლიოს გააგონოს. უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე უნდა გამოავლინოს. გუნდს წინასასეზონო მზადებაზე დიდი ამბიციებით შეუერთდა და განაცხადა:
"ნეაპოლში ყოფნა დიდი სტიმულია. მე დიდ გუნდში მოვხვდი და აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო და გუნდს მაქსიმუმი მივცე. ბევრი შეთავაზება მივიღე, თუმცა, როგორც კი "ნაპოლი" დამიკავშირდა, ბევრი არც მიფიქრია. ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო".
ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი ნეაპოლში უკვე შეაფასეს
ქართველი კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია. სწორედ პორტუგალიელის საპატივცემულოდ აიღო 77-ნომრიანი მაისური.
"ის ჩემი ინსპირაციის წყაროა. ჩემი საყვარელი ნომერი 7-ია, თუმცა ეს ნომერი ორმაგ იღბალს მაძლევს".
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკლიმატიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. მონაწილეობა მიიღო ორ ამხანაგურ მატჩში. განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე მატჩი სერია B-ს ბინადარ "პერუჯას" წინააღმდეგ, ხვიჩამ ვიქტორ ოსიმენთან ბრწყინვალე გათამაშების შემდეგ ოსტატურად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა პირველ 2 მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია კარგად იწყებს. ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzeta dello Sport-მა ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე გამორჩეული სათაური გამოიტანა:
"ეს არის კვარაცხელია, რომელიც მაესტრო ლუჩანოს ძალიან მოსწონს, მას უფრო მეტ დროს უთმობს და მისგან ბევრს ელის".
სპალეტის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო სეზონს სერია A-ში თავისი ნიჭით აღნიშნავს. ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები უკვე ოცნებას შეუდგნენ...
პირადად მე უკვე
მაღიზიანებს აურელიო და ყველა ვინც ძიძის თუ ზიზის დარქმევას ცდილობს!!
მიდი რა ხვიჩ აალაპარაკე ქართულად!!!
მათი ზედმეტი არაფრისმთქმელი სახელები რომელიც უნიათობის გამო მოიგონეს საკუთარ შვილებს დაარქვან რომ ადვილად წარმოთქვან...
,,ფორცა კვარა''