დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მეტსახელი შეარქვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ემპოლისთან" საშინელი წაგების შემდეგ Radio Kiss Kiss-ის ეთერში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გადაწყვეტილია, იმედია, ეს დიდი ტრანსფერი იქნება, დრის მერტენსს კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად შეხვდება.

sport.sky.it-ი და football-italia აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია იტალიურად "კუარასკელიად" წარმოითქმის, მისი წარმოთქმა ძნელია და დე ლაურენტისმა თიკუნი მოუგონა:

"შემიძლია "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ჰქვია. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება. ეს უფრო მარტივია. ასეთი სახელის მქონე იქნება ის ყველა ნეაპოლელისთვის".

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან ხელშეკრულებას
გაუფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
შენ ყველაზე კარგი იქნება,თუ სტადიონს გააკეთებ რას გავს ,ვისღასაქვს მასეთი გაშლილი სტადიონი.(ქუთაისშია კიდევ).მიდი თანამედროვე შეუბერე.
კახა ქ.
18:34 28-04-2022
0
ეს ლეტნად ხომ არ არის?
პეტროსი
16:52 28-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული