"ხვიჩას ნაპოლის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ გუნდის ბედი ოსიმენს უკავშირდება..." - კაპელო "კვარას" შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ნაპოლის" ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენებური ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, თუმცა გუნდის წარმატება დიდწილად ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული.

"ნაპოლიმ" დაკარგა ინსინიე და არა რომელიმე რიგითი ფეხბურთელი. ახლა საჭიროა გავიგოთ, რას იზამს მისი შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ყველა კარგს საუბრობს.

ქართველს შეუძლია გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, მაგრამ ნათელია, რომ დღევანდელი "ნაპოლის" ბედი ოსიმენს უკავშირდება. ასევე არის ლოზანო, უფრო ნაკლებად შემტევი, ვიდრე ნიგერიელი, თუმცა სივრცეების პოვნა მასაც შეუძლია. 

კვარაცხელიასა და ოსიმენს კარგი წყვილის შექმნა შეუძლიათ და
ვნახოთ, სპალეტი რას მოიფიქრებს. ოსიმენმა "ნაპოლიში" უდიდესი პროგრესი განიცადა და შესაძლოა, ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდეს", - ამბობს კაპელო.

alt"La Gazzeta dello Sport-ის ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე და ნეაპოლელების ოცნებები..." - ფრანგული მედია ხვიჩას განვლილ გზაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარას მართლა ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოს ვარსკვლავად იქცეს. ნიჭი ხომ აქვს, მოტივაცია არ აკლია, გარეგნობა აქვს (ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტინგი=კარგად გაყიდვადია).

მჯერა რომ საოცრებებს იზამს, ნაპოლი ბრენდია ყველასთან მოსაგებად გადის, ამიტომაც მეტ გოლს ველოდები, რუბინი პირიქით იყო უფრო დაცვიდან თამაშობდა, კვარა, სამოშნიკოვი და მაკაროვის გარდა ბურთი ვერავის ამოჰქონდა, ამიტომაც იძულებული იყო პასები დაერიგებინა და გოლები ამიტომაც ვერ გაჰქონდა.

ბათუმი შემტევი, ძლიერი გუნდია და იმ წამსვე დაიწყო გოლების გატანა.
უდიდესი წარმატებები კვარას. მისი წარმატებები ქვეყანაში ფეხბურთს წამოწევს და ბავშვებს მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ თურმე შესაძლებელია ქართველმა ისევ ითამაშოს გრანდში ისევე როგორც არველაძის, კალაძის ქინქლაძის, ქეცბაიას და ა.შ დროს.
მენტალისტი
18:12 21-07-2022
0
თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ხვიჩა გახდება იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ან სულაც საუკეთესო ფეხბურთელი.
დარწმუნებული ვარ ამაში.
ILIA
19:31 21-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული