18 წლის თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი თურქეთის სუპერლიგის "ადანა დემირსპორში" გადავიდა.
ადანურმა კლუბმა ხაბულიანს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის აქამდე "თელავის" ღირსებას იცავდა.
"ადანა დემირსპორის" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაა, გუნდში კი მარიო ბალოტელი, გიოქან ინლერი და ლოიკ რემი თამაშობენ.
27 ივლისს კასტელ დი სანგროში, ამხანაგურ მატჩში, "ადანა დემირსპორი" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვდება.