რუსი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას გამო დაიწყო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში დიმაროში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

"კვარას" წარმატებულ გამოსვლას რუსი გულშემატკივრები ეხმაურებიან. აღსანიშნავია ერთ-ერთი კომენტარი, სადაც სავარაუდოდ, ავტორი ცინიკურ რეპლიკას აკეთებს:

"როდესაც ხვიჩა თავისუფალი აგენტი იყო, მაშინ ის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ არ შეინარჩუნა. არადა, ქართველი რომ გუნდში დაეტოვებინათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან რამდენჯერმე გავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა".

Sportall.Ge

"შემიძლია ამ ბიჭს მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, დიდ წარმატებას მიაღწევს და საქართველოს ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში მისი სახით ლიდერი ეყოლება. "ნაპოლიში"
მიიღებს შესაძლებლობას, რომ თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს. ნეაპოლური გუნდის ძირითადმა ბირთვმა იტალია დატოვა. ახლა ყველაფერი ხვიჩას ხელთაა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს".

"ველოდებით სერია A-ს ახალ სეზონში კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს. მჯერა, "ნაპოლის" წინ გაუძღვება".

"კვარაცხელია აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, ამაში ეჭვიც არ მეპარება, "ნაპოლის" სტილს იდეალურად მოერგება".

"ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით, პირველ ორ შეხვედრაში. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს. ძალიან მინდა, რომ შეძლოს".

კომენტარები აღებულია Sports.ru-დან

alt"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია


alt"კვარასგან ეს დავინახე, გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი..." - ჟურნალისტი, რომელმაც "ნაპოლისთან" ერთად ერთი კვირა გაატარა, ხვიჩას იტალიური ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს









მკითხველის კომენტარები / 12 /
კი ცინიზმია მაგრამ სასარგებლო ცინიზმი, რადგან მიმართულია რუსეთის მისამართით და არა ხვიჩასი ან უკრაინის. ადამიანი ფიქრობდა რომ ლოკომოტივის წარმატების შემთხვევაში იქნებ რუსეთს ეს დებილობა არ ჩაედინა ომი რომ ჰქვია..უფრო სარკაზმია ალბათ :)
საბა
14:54 22-07-2022
5
არ დაბლოკოთ და სისულელეების წერას მორჩით და ააცალეთ ფეხბურთის თამაში
Tazo
17:11 22-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული