"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ხვიჩა Corriere dello Sport-ს ესტუმრა და "მილანისა" და "ნაპოლის" ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილა. სხვადასხვა დროს მადრიდის "რეალის", "როსონერის", "იუვენტუსის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა ერთი-ორი სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და "ლივერპულის" ლიდერს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ყველაზე რთული სპალეტისთვისაა, მან დაცვის ლიდერი, კულიბალი დაკარგა, ამავე დროს მოაკლდება ინსინიეს გოლები და ასისტები, მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ძალიან მაინტერესებს, ქართველი ფეხბურთელი მოძრაობებით ძალიან გავს მოჰამედ სალაჰს" - განაცხადა ფაბიომ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ნეაპოლელთა რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე
გამართა და თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი აზრით ხვიჩა დავით ყიფიანს გავს
დავით
24 ივლისი 2022 13:37
25
ზუსტადაც, დავით ყიფიანი იყო იმ დროისათვის მეგა ვარსკვლავი და უმაღლესი დონის ფეხბურთელი! მის საყურებლად იკრიბებოდა სტადიონზე გულშემატკივრები და მის სახელს სკანდირებდნენ, შეძახილებით და ოვაციებით! მის სულთან ბოდიში მოიხადე, უვიცო!
დავით-ს, რომელიც ყიფიანზე წერს რა " სირცხვილიაო" ვაი მართლა რა სირცხვილია, რომ ესეთი უვიცი, დავით ყიფიანზე ასეთ კომენტარს წერს?
24 ივლისი 2022 21:25
0
რა სირცხვილია,კვარაცხელია მეგავარსკვლავია,ყიფიანი კარგი ფეხბურთელი იყო
დავით-ს
24 ივლისი 2022 18:36
10
ერთი ეს ყოფილა რა, ყველას ჰგავს სალაჰის გარდა...)))
zaza
24 ივლისი 2022 13:19
0

სიახლეები პოპულარული