"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ხვიჩა Corriere dello Sport-ს ესტუმრა და "მილანისა" და "ნაპოლის" ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილა. სხვადასხვა დროს მადრიდის "რეალის", "როსონერის", "იუვენტუსის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა ერთი-ორი სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და "ლივერპულის" ლიდერს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ყველაზე რთული სპალეტისთვისაა, მან დაცვის ლიდერი, კულიბალი დაკარგა, ამავე დროს მოაკლდება ინსინიეს გოლები და ასისტები, მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ძალიან მაინტერესებს, ქართველი ფეხბურთელი მოძრაობებით ძალიან გავს მოჰამედ სალაჰს" - განაცხადა ფაბიომ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ნეაპოლელთა რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე
გამართა და თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
გიორგი ღვინიაშვილი, ყველას არ მოუსმინო. ვინ, კაპელო არის ყველა?! სასაცილოა. კაპელოს და საკის სიტყვები აუცილებლად დადეთ, მით უმეტეს თუ ქართველზე და საქართველოზე კარგს დაწერენ! გაიხარე!
alexandre
25 ივლისი 2022 13:25
0
კარიერა დამთავრებული ფეხბურთელის შედარება მასთან ვინც ეხლა იწყებს რავი...ყიფიანი რომ გენიოსი იყო ვერავინ იდავებს...გვიანაც გაიხსნა..თამაშის მანერით ზიდანს გავდა...ასევე ვეთანხმები კომენტარს რომ ხვიაჩას ასაკში ნადვილად ვერ ბრწყინავდა...კვარაცხეკია ჯერ დაუმუშავებელი მარგალიტია...და ყველაფერი აქვს ითამაშოს დიდი ფეხბურთი...10 წლის შემდეგ შეიძლება ისაუბრო მის კარიერაზე და ვის გავს თამაშის მანერებით..და კარიერაზე
კიეზა
25 ივლისი 2022 07:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული