მატჩის დღე! კვარაცხელია - სასტარტოში, შეხვედრის რეპორტაჟი კი 8.99 $ იქნება

AutoSharing Option
დღეს, 27 ივლისს (22:30 სთ), კასტელ დე სანგროში, "ტეოფილო ფატინიზე", "ნაპოლი" თურქულ "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდება. ამით ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სეზონისწინა მზადების მეორე ეტაპს დაიწყებს.

ქართველმა გარემარბმა იტალიურ კლუბში მშვენივრად დაიწყო - 2 მატჩში 3 გოლისა და 1 საგოლე პასის ავტორი გახდა. "კვარას" კვლავ სასტარტოში ველით.

თურქული კლუბის ღირსებას ცნობილი იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი იცავს, ცოტა ხნის წინ კი "ადანას" გიორგი ხაბულიანი შეუერთდა.

Sportall.Ge

თუკი "ნაპოლის" შეხვედრებს აქამდე თვალს კლუბის "ფეისბუქგვერდზე" ვადევნებდით, ახლა ეს ღონისძიება ფასიანი გახდა - 8.99 $ (დოლარი) და
შესაბამისად, მას საჯარო ხელმისაწვდომობა აღარ აქვს.

მთავარია, ხვიჩას მორიგი კარგი მატჩი ჰქონდეს. "ნაპოლის"  შეკრება ესპანურ გუნდებთან დაპირისპირებით გაგრძელდება, სერია "ა"-ში კი, თუკი ძლიერმა სიცხემ ხელი არ შეუშალა, გუნდი 15 აგვისტოს ჩაერთვება.

altხვიჩასა და "ნაპოლის" 4 ამხანაგური მატჩი, ტრანსფერები და სეზონის სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 37 /
მეტი არ აგიდგათ გვერდები,რეპორტაჟში 9 $ გადავიხადო.
ესტონეთი
17:23 28-07-2022
0
ლოჩოშვილი მილანისა და ვოლფსბერგერის ძირითადშია და ნახევარი საათი მილანი აზის რასაც ქვია ისე უტევს და ჯერჯერობით უშედეგოდ ! ლუკა მაგრა უბერავს და ეს განსაკუთრებით კარგია იმიტომ რომ სპეციალურად ლუკას თამაშის სანახავად სერია ა ს 4 გუნდის სკაუტები ჩავიდნენ !
zura222
21:34 27-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული