სპალეტი: კვარაცხელიამ იცის, როგორ მოეპყრას ბურთს

AutoSharing Option
"ადანა დემირსპორთან" ნამატჩევს (2:2) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"ჩემს გუნდს შესანიშნავად ვხედავ, ისე მომწონს, რომ თვალის მოწყვეტა მიჭირს. სავარჯიშო მატჩის კვალობაზე, ნორმალურად ვითამაშეთ, კარში 35-ჯერ დავარტყით. კვარაცხელიამ იცის, როგორ მოეპყრას ბურთს და როგორ მონახოს პარტნიორი. რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, თორემ გოლს გაიტანდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავის პოზიციაზე არ თამაშობდა, ძერბინი ანგარიშის გათანაბრებაში დაგვეხმარა. ამბროზინოს გამოცდილება აქვს მისაღები, მიხვდა ამ დონეზე რაც ხდება. ოლივეირას ვუთხრით, რომ ფრთხილად ემოქმედა. ოსტიგარდი შესანიშნავად გაისარჯა. კიმის დამატებამ გამახარა", -
ციტირებს სპალეტის il mattino.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოედანზე ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი ქართველი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარამ კი იცის ბურთს როგორ უნდა მოეპყრას მაგრამ შენმა ფეხბურთელებმა არ იციან ! უთხარი მაგ ბლერებს დროზე მისცენ ხვიჩას პასები და ნუ აყოვნებენ ! რამდემჯერ გაიხსნა სისწრაფე ქონდა აკრეფილი და იმ დებილმა ლობოტკამ ზელინსკიმ და მარიო რუიმ ან დაუგვიანეს პასი ან საერთოდ არ მისცეს @ და მარტო ხვიჩას კი არა სხვენსაც უგვიანებენ ! ეგეთი ტუგადუმებით ბევრს ვერაფერს ვერ მიაღწევძთ სერია ა ში !
zura222
17:06 28-07-2022
1
თავიდან
თითო თამაშში ერთი გოლი ან საგოლე პასი და თამაშის მაგარი გამწვავება,
მეტი რა უნდათ ნაპოლელებს პირველ წელს?
თენგო
11:01 28-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული