ლოჩოშვილის სერია A-ში გადასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება - ლუკას წაყვანა "მილანის" ყოფილ სპორტულ დირექტორს სურს

AutoSharing Option
Sportitalia-ს ჟურნალისტი ჯოვანი ლონგარი წერს, რომ "კრემონეზე" აქტიურად ცდილობს "ვოლფსბერგერის" ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის გადაბირებას.

24 წლის ჩვენებურის ტრანსფერზე იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიადა მუშაობს, რომელიც წარსულში ამავე თანამდებობაზე "მილანსა" და "ბარსელონაშიც" იყო დასაქმებული.

იწერება იმის შესახებაც, რომ ლუკას სატრანსფერო ღირებულებამ, შესაძლოა, 2 მილიონი ევრო შეადგინოს.

Samp News24 რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ ლოჩოშვილის ხელში ჩაგდება "სამპოდორიას", "ტორინოს", "ვერონას" და"უდინეზესაც" სურთ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ლოჩოშვილი ტოვებს ძალიან კარგი პროფესიონალის შთაბეჭდილებას და რაც ძალიან შესამჩნევია
ამიტომ თუ რამე შეცდომები აქვს ყველაფერს გამოასწორებს
მითუმეტეს იტალიაში
Temo
13:19 29-07-2022
2
Kvaras faqtori moqmedebs ukveee!!!lamis knowledge iwereba ukve sxvadasxva qartvel fexburtelze rom seria A klubebia dainteresebuli...rac sheexeba kazaishvils erterti sauketeso bombardiria nakrebis istoriashi,tuar vcdebi meotxea bombardirebshi,ase rom insiniebis,ronaldoebis da mesis takvaniscemas jobs sakutari davafasod!!!
Givi
13:09 29-07-2022
0

სიახლეები პოპულარული