მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა - "ნოტინგემმა" კინაღამ თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ვალენსია“ სტუმრად ამხანაგურ მატჩში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუზავდა - 1:1.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მეოთხე სპარინგშიც გიორგი მამარდაშვილი დააყენა სასტარტოში და მან კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ პირველ ტაიმში პირისპირ გასულ ო'ბრაიენს არ გაატანინა, ერთხელ კი შეცდომა დაუშვა, რითაც სერიჯმა ვერ ისარგებლა და ბურთი ძელს გაარტყა. 66-ე წუთზე მამარდაშვილი ხაუმე დომენეკმა შეცვალა. 83-ე წუთზე ჯონსონმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იმავე ჯონსონს შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა "ღამურები" დომენეკმა გადაარჩინა.

ბოლო საკონტროლო შეხვედრას „ვალენსია“ 6 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ატალანტასთან“
გამართავს, 14 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს.

ნოტინგემი. „სიტი გრაუნდი“. 11 199 მაყურებელი
ნოტინგემი - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 სოლერი (43), 1:1 ჯონსონი (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგრები ვართ რა გუშინ გერმანიის სუპერთასზე მსგავსი შეცდომა ნოიერმაც დაუშვა ისიც უაზროდ გამოვარდა წინ და გოლი არც იქ გაუშვიათ, სხვა შეცდომებიც იყო იგივე ახლოკუთხეში გაშვებული გოლი და ა.შ მარა დარწმუნებული ვარ არცერთ გერმანელს აზრად არ მოუვიდოდა დაეწერა რაღაც ნოიერი დღეს დამაჯერებელი ვერ იყო, ჩვენ რა გვჭირს რა ჯიშის ვართ ასეთი, რომ 21 წლის ბიჭს მოსამზადებელ ეტაპზე დაშვებულ შეცდომებსაც კი კატასტროფად ვუთვლით.
რრრ
14:21 31-07-2022
3
შეიძლება ვცდები მაგრამ მამარდა მთლად დამაჯერებლად ვერ თამაშობს
ალეკსანდრე
12:36 31-07-2022
4

სიახლეები პოპულარული