მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა - "ნოტინგემმა" კინაღამ თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ვალენსია“ სტუმრად ამხანაგურ მატჩში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუზავდა - 1:1.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მეოთხე სპარინგშიც გიორგი მამარდაშვილი დააყენა სასტარტოში და მან კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ პირველ ტაიმში პირისპირ გასულ ო'ბრაიენს არ გაატანინა, ერთხელ კი შეცდომა დაუშვა, რითაც სერიჯმა ვერ ისარგებლა და ბურთი ძელს გაარტყა. 66-ე წუთზე მამარდაშვილი ხაუმე დომენეკმა შეცვალა. 83-ე წუთზე ჯონსონმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ იმავე ჯონსონს შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა "ღამურები" დომენეკმა გადაარჩინა.

ბოლო საკონტროლო შეხვედრას „ვალენსია“ 6 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ატალანტასთან“
გამართავს, 14 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს.

ნოტინგემი. „სიტი გრაუნდი“. 11 199 მაყურებელი
ნოტინგემი - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 სოლერი (43), 1:1 ჯონსონი (83)

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარში არ დაურტყიათ და როგორ გაუშვებდა. წინაზე ხუთი არ უნდა გაეშვა, ზოგადად ძალიან ზანტად და დაბნეულად თამაშობს სამწუხაროდ, დროა გამოფხიზლდეს და გაითავისოს სად თამაშობს და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, ისე როგორც ხვიჩა მაგალითად...........
???????????????
01:46 31-07-2022
9
დომენეკის შემოყვანა იმის ნიშანია, რომ სილესენი მართლაც მიდის.
ტტტ
00:14 31-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული