სილესენს კარისკენ მიუთითეს - მამარდაშვილი მთავარი კონკურენტის გარეშე რჩება

AutoSharing Option
Superdeporte იტყობინება, რომ იასპერ სილესენს "ვალენსიას" დატოვება მოუწევს, გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ სასტარტოს მეკარე იქნება, ხოლო ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო - სათადარიგოები.

vi.nl-ის ცნობით, მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სილესენი ინგლისში "ნოტინგემ ფორესტთან" ამხანაგურ მატჩზე არ წაიყვანა, რაც პირველი სიგნალია მასთან დამშვიდობებისა, უპირატესობას კი ქართველს ანიჭებს, აგრეთვე მის განკარგულებაში დომენეკი და რივერო არიან. ნიდერლანდელმა თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ ახალ გუნდს ეძებს, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეს. თუმცა, ჯერ კონკრეტული წინა
დადება არ მიუღია.

სილესენი "ვალენსიაში" გონსალო გედეშთან და მაქსი გომესთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კლუბს ამიტომ უნდა მისი გაშვება, რათა სახელფასო განაკვეთი შეამციროს.

football-espana ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსია" გონსალო გედეშის, კარლოს სოლერისა და ხოსე გაიას გაყიდვას ცდილობს, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადებით არავის მიუმართავს. სილესენს უკვე აგრძნობინეს, რომ მასზე იმედებს არ ამყარებენ, ფაქტიურად კარისკენ მიუთითეს, რამეთუ მეკარის პოზიციაზე პრობლემა არ აქვთ, მაგრამ თუ მსურველი არ გამოუჩნდა, კონტრაქტის ამოწურვამდე ანუ გაისამდე არსადაც არ წავა, არ ითამაშებს და გასამრჯელოს აიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აიაქსმა უნდა წაიყვანოს თუ ჭკუ აქვთ გუშინ 5 ბურთი გაუშვეს ეინდჰოვენისგან.
ტტტ
20:13 31-07-2022
0
სოლერი, გედეში და გაია,დღევანდელი ვალენსიას სახის მიმცემი ფეხბურთელები არიან და თუ გაყიდეს,სრულიად გამსხვავებულ ვალენსიას ვიხილავთ,რომლის ჩამოყალიბებასაც სულ ცოტა ნახევარი წელი მაინც დასჭირდება.ისე,მათზე უკეთესების ყიდვას სად აპირებენ,არ ვიცი და მგონი არც აპირებენ.ამით ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობენ და მერე,ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ყიდვის და შემდგომი დავაჟკაცების ხარჯზე შეეცდებიან, გუნდის დიდების დაბრუნებას.რამდენად და რამდენ ხანში გამოუვათ,ეს სხვა საკითხია.
სოსო
19:48 31-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული