"კრისტალური ნიჭი და მოკაშკაშე ხვიჩა" - იტალიური მედია და სპალეტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"მალიორკასთან" ნამატჩევს (1:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ეს ჩვენთვის სასარგებლო ტესტი იყო. ერთი საათი ბურთს კარგად ვფლობდით, შემდეგ - ვერა. მაღალი ტემპის მეორე ტაიმშიც შენარჩუნება გვჭირდება. ეს გასაუმჯობესებელი გვაქვს და ამაზე ვიმუშავებთ.

კვარამ თავისი ნიჭი ისევ გვაჩვენა, იცის, როგორ შეცვალოს სიტუაცია და მანაც უნდა მოუმატოს, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა".

კლუბის საიტი წერს, რომ ქართველმა მცველები მომოფანტა, 40 მეტრიდან კინაღამ გაიტანა, მოედანზე სხვაობას ქმნის, ტრიბუნები ოვაციებით მიესალმებიან, დაცვას მუდმივად ეხმარება და თავის კრისტალურ ტალანტს აჩვენებს.

Areanapoli აღნიშნავს, რომ დაცვის დახმარებისა და შესანიშნავი ასპარეზობის გამო სპალეტისგან და სათადარიგოთა სკამისგან ხვიჩამ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რადგან მწვრთნელის თქმით, 77 ნომრის ძალისხმევას ძალიან აფასებს, ის შეტევისას ყოველთვის სახიფათოა და ამ ასაკის ასეთი ფეხბურთელის ამ ფასად შეძენა მისასალმებელია.

calcionapoli24-მა ჩვენებურს დითირამბები უძღვნა: "ორი დრიბლინგი პირველ სამ წუთში, აუდიტორიის ოვაციები, კიდევ ერთი გარღვევის შემდეგ მოედანზე წააქციეს. ის კაშკაშებდა თავის და არა პატინის სტადიონის განათების ფონზე".

მკითხველის კომენტარები / 23 /
აშკარად მოჩანდა,რომ პასებს შეგნებულად არ აძლევდნენ. ის ბურთებიც პრაქტიკულად ან თვითონ მოიპოვა ან პარტნიორს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა.
მირზა
02 აგვისტო 2022 07:15
0
ვთვლი(ცოტა სუბიექტურადაც,ჩვენი ბიჭია:),რომ კვარას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს,ამომავალი ვარსკვლავი კი არა შემდგარი ფეხბურთელია,მთელი საფეხბურთო აზროვნებით და ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკით.2-3 წელიწადში ნახეთ თქვენ...
01 აგვისტო 2022 20:46
0
რამდენ ხანს უნდა იმეოროთ ეს ქაჯობა რომ ვარჯიშზე ფეხებსშუა გაუტარა ბურთი.ვინც ამაზე აქცენტს აკეთებთ ფეხბურთი საერთოდ არ გითამაშიათ რადგან ვარჯიში ყოველდღე რამდენიმე საათი მიმდინარეობს და ხან ხვიჩა გაუტარებს და ხან მაგას გაუტარებენ ფეხებსშუა ბურთს.
ვა რა დონეა ტო.
01 აგვისტო 2022 14:42
1
სიამაყის გრძნობა და ტანში მბურძგნის ძმაო,წარმატებები კვარას...
გია
01 აგვისტო 2022 13:21
0
კვარაზე სტატიას რო ვკიტხულობ სიამაკის გრზნობა მეუპლება.
BARSA
01 აგვისტო 2022 13:11
0
მარიო რუის მეორჯერ რომ გაუძვრენს ფეხებშუა დაიწყებს პასების მიცემას არაუშავს.
35
01 აგვისტო 2022 12:35
0
მოგესალმებით, თქვენი არ ვიცი და მე სულ მქონდა შეგრძნება, რომ ხვიჩას შეგნებულად არ ამარაგებენ პასებით. განსაკუთრებით ეს წვერებიანი 6 ნომერი, ვარჯიშზე რომ ფეხებშუა გაუტარა, დაიბოღმა ალბათ
ძველი გულშემატკივარი
01 აგვისტო 2022 11:46
1
მარიო რუია ეგ მაგას ყველაზე მეტად ევასება ხვიჩა სოალეტის შემდეგ :)))
გიორგი
01 აგვისტო 2022 14:59
0
ამ გჭივრებულ ქვეყანაში ათიათასობით ადამიანი ვუცდით კვარას თამაშს ულევ სიხარულს გვანიჭებს. შენ გაიხარე ჩვენო საამაყო ქართველო ჩვენი გახარებისთვის. მთელ საქართთველოს უყვარხარ და რომ წაიქეცი გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა. ღმერთი გფარავდეს ხვიჩა
gio
01 აგვისტო 2022 11:16
0
რა კარგი ადამიანი ხართ, ნეტა ყველა ასე გულშემატკივრობდეს. ზოგიერთი ჩასაფრებულია ტრავმა მიიღოს, მერე რომ თქვან, ასე ადვილად თუ ილეწება რა უნდა მაღალი დონის ჩემპიონატშიო. ვერც კი წადმოიდგენთ იმდენი ადამიანისგან გამიგია ეგ, ხვიჩას დიდი ტრავმა არ მიუღია ჯერ, ღმერთმა დაიფაროს მაგრამ მცირე ტრავმებზეც ასე წერდნენ.
ძალიან ცოტაა გულშეატკივარი, ვინც მართლა ყველანაირ მომენტში გვერდით უდგას ხვიჩას.
რთულ მომენტში გვერდით დგომა თუ არ შეგვიძლია, კარგად როცა მიდის ყველაფერი მაშინ ქება-დიდებას რაუნდა :)
Winter
01 აგვისტო 2022 11:44
0
არადა გოლი რო გაუშვეს, პირიქით უნდა გაეტანათ, კვარას კარგი პრესინგით დაკარგეს იმათ ბურთი და ნაპოლიდან ვინ იყო არ ვიცი, ძალიან არაზუსტი პასის მერე კონტრშეტევაზე გაუშვეს გოლი, კარგად გააანალიზებინებს სპალეტი ამ მომენტსაც ყველას... სერია ას დაწყებიდან 2-3 ტურის მერე არ იქნებიან ცუდ ხოდზე, და კვარაც უფრო გამოკვეთილი იქნება ლიდერობაშიც და თავდაჯერებულობაშიც და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც უფრო სასარგებლო იქნება
რა მაფიაა?
01 აგვისტო 2022 10:30
0
Lobotka iyo
L.J .
01 აგვისტო 2022 11:44
0
სანაკრებო ახლოვდება და ძალიან მეშინია ტრავმის
.
01 აგვისტო 2022 10:23
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული