აგვისტოს განრიგი ტოპლიგებში - ხვიჩა და "მამარდაც" აქ არიან...

AutoSharing Option
დღეს 1-ელი აგვისტოა, ზაფხულის უკანასკნელი თვე, რომელიც კვირის პირველივე დღეს დაიწყო. კატარში (ნოემბერ-დეკემბერში) ჩასატარებელი მუნდიალის გამო აგვისტო იმაზე უფრო დატვირთული გამოვა, ვიდრე აქამდე ყოფილა. სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელები ტოპ-ჩემპიონატებშიც გვყავს, თანაც ისინი თავიანთ კლუბებში მხოლოდ წევრები არ არიან, სასტარტო შემადგენლობაში და მნიშვნელოვან ფიგურებად მოიაზრებიან. ამავდროულად, მათი რიცხვის გაზრდას ველით...

ხვიჩა და "მამარდა"

ხვიჩა კვარაცხელია კარიერის ახალ საფეხურზე ავიდა. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. "ნაპოლის" ახალწვეული გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება, თუმცა წინასწარ საუბარს არ ვაპირებთ - "კვარა" ამას თავად
ამტკიცებს.

ოფიციალურ მატჩებამდე კვარაცხელიას გუნდი 2 ამხანაგურ შეხვედრას ესპანურ კლუბებთან ჩაატარებს - "ჟირონასა" (3 აგვისტო) და "ესპანიოლთან" (6 აგვისტო). ამის შემდეგ სერია "ა" დაიწყება. აგვისტოში "ნაპოლის" 4 დაპირისპირება ექნება - სტუმრად "ვერონასა" (15) და "ფიორენტინასთან" (28) და ორიც საკუთარ "დიეგო მარადონაზე" - "მონცასა"(21) და "ლეჩესთან"(31). ლუჩანო სპალეტის გუნდის თამაშზე ქართველი გულშემატკივრების დიდი მოლოდინი ბუნებრივია. შეხვედრებს "სეტანტას" ეთერში ვიხილავთ.

ესპანურ "ვალენსიას" "ლა ლიგის" გენერალური რეპეტიცია 6 აგვისტოს, იტალიურ "ატალანტასთან" ექნება, აგვისტოში კი ესპანეთის ჩემპიონატში 3 ტური გაიმართება. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ჯერ "ჟირონას" (14-ში) უმასპინძლებს, შემდეგ "ბილბაოს" (21) ესტუმრება, 29-ში კი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუხვდება. მატჩები "სილქზე" იქნება.

ტოპ-ლიგები

ინგლისის პრემიერლიგა 5 აგვისტოს, "კრისტალი პალასი" - "არსენალით" გაიხსნება, თვის განმავლობაში კი 5 ტური მოესწრება. ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ისევ "სიტი" და "ლივერპული" იქნებიან, ლონდონის "არსენალი" კი ამხანაგურ მატჩებში მშვენიერ ფორმაშია...

გერმანიის ბუნდესლიგას 5 აგვისტოს "აინტრახტი" - "ბაიერნი" გახსნის. ამ თვეში სულ 4 ტური და თასის ერთი ეტაპიც ჩატარდება. საინტერესოა, მიუნხენულ გრანდს რომელი გუნდი გაუწევს წელს კონკურენციას...

Sportall.Ge

საფრანგეთის ლიგა-1 6 აგვისტოს დაიწყება და 31 დღეში 5 ტური ჩაივლის. მესი-ნეიმარის დუეტმა ქვეყნის სუპერთასზე მშვენივრად დაიწყო. შიდა ასპარეზზე პარიზელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება.

ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგის უკვე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგება. ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" კიევის "დინამოსთან" 2-მატჩიანი დაპირისპირება ელის. სამწუხაროდ, ჩვენებური გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

საინტერესო იქნება ბელგიური "უნიონისა" და შოტლანდიური "რეინჯერსის" 2-მატჩიანი დუელი, ისევე, როგორც "ყარაბაღი" (ლუკა გუგეშაშვილის) - "ფერენცვაროში" (გიორგი ხარაიშვილის). შეხვედრები 2-10 აგვისტოს გაიმართება, ამას კი პლეი-ოფი მოჰყვება, სადაც კიდევ უფრო საინტერესო წყვილები უნდა ვიხილოთ.

აგვისტო შვებულებისა და დასვენების დროდ აღიქმება და შეგიძლიათ არა მხოლოდ უბრალოდ დიდი ფეხბურთით ისიამოვნოთ, არამედ ქართველებსაც უქომაგოთ. Sportall.ge მატჩების პრევიუებს, ოპერატიულ მიმოხილვებსა და ანალიზს შემოგთავაზებთ.

alt"კრისტალური ნიჭი და მოკაშკაშე ხვიჩა" - იტალიური მედია და სპალეტი კვარაცხელიაზე

altსილესენს კარისკენ მიუთითეს - მამარდაშვილი მთავარი კონკურენტის გარეშე რჩება

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე კარს მოგვადგა და იქნებ ერთი-ორი წინადადება მაინც დაგეწერათ. ოღონდ წუწუნის გარეშე - აგერ ნაპოლიში კაცი აღარ დარჩა ლამის ძველი შემადგენლობიდან და ხომ არ წუწუნებთ )))
დათა თუთაშხია
20:19 01-08-2022
1
ყოჩაღ ადმინ, ხარაიშვილი მომეწონა) იმედია მალე დაგვიბრუნდება...
ილიავარ...
17:42 01-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული