ოქრიაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის "ჯეონბუკში" ვეღარ განაგრძობს. კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ:

"დამატებითი სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოთამაშის მონაცემები კლუბის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ ტრანსფერი აღარ შედგება. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც თორნიკეს ელოდნენ. ჩვენ მას მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.”

შეგახსენებთ, 30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ "აპოელში" გამოდიოდა.

altოქრიაშვილი, ყაზაიშვილის მსგავსად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 35 /
ოქრიაშვილი არის კარგი მაგალითი ყველა დამწყები ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის ფეხბურთი შედგება ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან ნიჭი და პროფესიონალიზმი თუ ნიჭიც გაქვს და პროფესიონალიზმიც ორივე ერთად შეგიძლია ითამაშო უმაღლეს დონეზე და გახდე ვარსკვლავი ოქრიაშვილი არის ფეხბურთლი რომელსაც ქონდა ძალიან დიდი ნიჭი და პოტენციალი მაგრამ არ ქონდა პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა და ამიტომაც ვერ ითამაშა მაღალ დონეზე კი ითამამაშა საშუალო დონის გუნდებში საშუალო დონეზე ასე თუ ისე მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ნიჭის ხარჯზე როცა შეეძლო ტოპი გამხდარიყო და დღეს გრანდში ყოფილიყო რომ ქონოდა ასევე პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა.
ზაური
09:32 02-08-2022
0
ცოდვაა ოქრი. კარგი ბიჭია. სამწუხაროდ, სპორტულ კარიერას რომ დაასრულებს, მერე, ალბათ, საერთოდ ცუდ გზას დაადგება. ფედერაცია უნდა დაეხმაროს როგორმე.
ქ. გ.
08:07 02-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული