ოქრიაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის "ჯეონბუკში" ვეღარ განაგრძობს. კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ:

"დამატებითი სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოთამაშის მონაცემები კლუბის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ ტრანსფერი აღარ შედგება. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც თორნიკეს ელოდნენ. ჩვენ მას მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.”

შეგახსენებთ, 30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ "აპოელში" გამოდიოდა.

altოქრიაშვილი, ყაზაიშვილის მსგავსად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 35 /
ამისთანა ნიჭიერი იშვიათია და ასეთი ტვინით უნიჭოც უფრო იშვიათია
master
12:23 01-08-2022
2
სამწუხაროდ როცა უნდა ეთამაშა და თავი გამოეჩინა მაშინ ჭამა-სმას "ნაშებს" და გულაობას გადაყვა ამიტომაც ვერ ააწყო კარიერა დიდი ნიჭის და პოტენციალის პატრონი იყო და შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ პროფესიონალიზმი დისციპლინა და შრომისმოკვარეობა 0 ქონდა ვინც ოქრიაშვილს იცნობს ყველამ იცის რანეირი ტიპიც არის თუმცა მე ამ ბიჭს მაინც პატივსვცემ და ვაფასებ რადგან ნაკრებში ყოველთვის თავდადებით და ბოლომდე თამაშობდა.
ზურა
11:50 01-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული