"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

AutoSharing Option
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი მოჰყვა, თუ როგორ დატოვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა "დინამო" და გადავიდა პოლონურ "ლეხში".

"მაქვს ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი "დინამოდან" ძალიან ულამაზოდ წავიდა. მასთან გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა და უთხრა, რომ დარჩენილიყო, რადგან მისი იმედი ჰქონდა.

ქართველმა მწვრთნელს ძალიან ცუდად უპასუხა და უთხრა, რომ ის თავს "დინამოში" ვეღარ ხედავდა, სხვა გუნდში გადასვლა უნდოდა. ის წავიდა "ლეხში", რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდა.

მეჩვენება, რომ წიტაიშვილი "დინამოში" თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას შეცდომების დაშვების ძალიან
დიდი ზეწოლა ჰქონდა. მან იპოვა ისეთი ადგილი, სადაც შეუძლია აიღოს თავის თავზე თამაში და კრიტიკის არ შეეშინდეს. ვფიქრობ, ამით ქართველმა ნაბიჯი უკან გადადგა", - ამბობს ბურბასი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კაცმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონი გახადა, მიუხედავად ამისა ახალგაზრდა ტალანტს დაათრევდნენ აქეთ იქით. ითმინა ითმინა და წამოვიდა, გიორგი თავის თავს მალე დიდ გუნდში წარმოგვიდგენს აუცილებლად, დასაყვედრებელი კი არავისაგან არ ეკუთვნის, პირიქით...
გიორგი
14:59 02-08-2022
0
ეს ბიჭი შრომით ყველაფერს მიაღწევს, თქვენ ნუ ინერვიულებთ ამაზე.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული