"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

AutoSharing Option
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი მოჰყვა, თუ როგორ დატოვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა "დინამო" და გადავიდა პოლონურ "ლეხში".

"მაქვს ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი "დინამოდან" ძალიან ულამაზოდ წავიდა. მასთან გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა და უთხრა, რომ დარჩენილიყო, რადგან მისი იმედი ჰქონდა.

ქართველმა მწვრთნელს ძალიან ცუდად უპასუხა და უთხრა, რომ ის თავს "დინამოში" ვეღარ ხედავდა, სხვა გუნდში გადასვლა უნდოდა. ის წავიდა "ლეხში", რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდა.

მეჩვენება, რომ წიტაიშვილი "დინამოში" თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას შეცდომების დაშვების ძალიან
დიდი ზეწოლა ჰქონდა. მან იპოვა ისეთი ადგილი, სადაც შეუძლია აიღოს თავის თავზე თამაში და კრიტიკის არ შეეშინდეს. ვფიქრობ, ამით ქართველმა ნაბიჯი უკან გადადგა", - ამბობს ბურბასი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
უკრაინის დინამოს და ბურბას კახელებისგან კახური მოკითხვა.
T.q კახელი
02:46 03-08-2022
1
ეს ბიჭი ყველაზე სწორ და აზრიანი ფეხბურთს თამაშობს ..სწორი გადაადგილება აქვს კარგი პასი და უბურთოდაც კარგად იხსნება...ძალიან მაგარი ბიჭია ჩემი არავინ არაა უბრალოდ სწორად თამაშობს და მაგრად მომწონს წარმატებები
Dato
20:50 02-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული