"კვარაცხელიას თამაშს, რომ ვუყურებ, სიამოვნებისგან ვტკბები... წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია მამამისი, ასეთ შვილი რომ ჰყავს.
ძალიან მაგარი ფეხბურთელია! "ბარსელონას" ვარსკვლავებს რომ უყურებ და აი, გგონია, რა ადვილად აკეთებენ ყველაფერსო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩაზეც, თუ რა ადვილად და მაგრად აკეთებს ყველაფერს...
ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და იმიტომ გამოსდის ყველაფერი. ახლაც, რომ შევხედავ კადრებს და ვითომ რა გააკეთა?! - სინამდვილეში კი ძალიან მაგ
ვარსკვლავური სენის შეყრა? – ჩანს, რომ სიამოვნებას იღებს მოედანზე და ფეხბურთის თამაშით ტკბება... გვაქვს საფუძველი, რომ გვეშინოდეს ვარსკვლავური სენის, რადგან ბევრ ქართველს დამართნია ასე...
ეგეთი ტალანტი, როგორიც კვარაცხელიაა, ჩვენ ბევრი არ გვყოლია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მალევე კარიერა დაასრულეს... მგონია, რომ ეს კვარაცხელია თითქოს სულ სხვანაირია... ჯერ აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთით ტკბება", – ამბობს დევდარიანი.
შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი