"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
Youtub-ზე "სარბიელის პოდკასტის" სტუმარი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელიას თამაშს, რომ ვუყურებ, სიამოვნებისგან ვტკბები... წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია მამამისი, ასეთ შვილი რომ ჰყავს.

ძალიან მაგარი ფეხბურთელია! "ბარსელონას" ვარსკვლავებს რომ უყურებ და აი, გგონია, რა ადვილად აკეთებენ ყველაფერსო, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხვიჩაზეც, თუ რა ადვილად და მაგრად აკეთებს ყველაფერს...

ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და იმიტომ გამოსდის ყველაფერი. ახლაც, რომ შევხედავ კადრებს და ვითომ რა გააკეთა?! - სინამდვილეში კი ძალიან მაგ
არ რაღაცებს ისე მარტივად აკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება...

ვარსკვლავური სენის შეყრა? – ჩანს, რომ სიამოვნებას იღებს მოედანზე და ფეხბურთის თამაშით ტკბება... გვაქვს საფუძველი, რომ გვეშინოდეს ვარსკვლავური სენის, რადგან ბევრ ქართველს დამართნია ასე...

ეგეთი ტალანტი, როგორიც კვარაცხელიაა, ჩვენ ბევრი არ გვყოლია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მალევე კარიერა დაასრულეს... მგონია, რომ ეს კვარაცხელია თითქოს სულ სხვანაირია... ჯერ აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთით ტკბება", – ამბობს დევდარიანი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყიფიანი ამბობდა პიროვნება თუ არ გაქ ვერ ითამაშებ ფეხბურთსო. მაგრამ მაგის თქმა არ შეიძლება ჯანო ანანიძეზე მაგალითად, არც ლევან ყენიაზე იმიტომ რომ ტრამვებით გაწამდა. ყველაზე მაგრები ვინც გვყავდნენ ძირითადად ტრამვებით გაჩერდნენ. ზოგს რა ზოგს რა. ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. არიან ვისაც ეგ მართლა ეხება გვარებს არ დავასახელებ ეხლა.
1
03 აგვისტო 2022 11:56
0
მაგას რაიმე სენი რომ ქონოდა აქამდე ვერ მოვიდოდა და ვერ მოაღწევდა მაქამდე!!!
ფაქტი
03 აგვისტო 2022 11:01
0
დინამოს ახალი ნამუსიანი პრეზიდენტი და ეს კაცი მთავარ მწვრთნელად / შეილება კონფერენს ლიგაზე მოხვდენენ 2-3 წელიწადში
Vasili
03 აგვისტო 2022 09:45
0
ყოველ 2-3 წელიწალიწადში ჩნდება ჩვენთან ახალი შემტევი ტიპის ტალანტი, დაცვით ფეხბურთლებსაც თუ დაუმატებთ პრაქტიკულად ყოველ წელს, და მერე ისე ეფრფლებიან... მათ ნახევარს რო ევარგა ბოლომდე ეხლა სერიოზული გუნდი გვეყოლებოდა!
წარმატებები ხვიჩას!
digi
02 აგვისტო 2022 23:34
0
კიდევ დაეკითხეთ სხვა ექსპერტებსაც და უფრო სრული სურათი შეიქმნება
1.2.3.4.5.6.
02 აგვისტო 2022 22:18
0
დღეს მსოფლიოში ვერ ნახავთ მისი ასაკის ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს.არათუ მათ,ბევრ "ვითომ ვარსკვლავს"ხვიჩა ერთი თავით ჯობნის.
გ, ერთსაც დავამატებ.
02 აგვისტო 2022 20:07
0
ახლობელს ვესაუბრე ნეაპოლში და ვციტირებ"ჭკუიდან არიან გადასულები,ზოგი იმასაც ამბობს მარადონას მერე ასეთი ნიჭიერი არავინ უნახავთ". ჩემი აზრით კი შორს ვარსკვლავური სენი ხვიჩა შენგან და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იქნები.მარადონა,პელე,მესი,კრუიფი,რონალდო(2),ბაჯო,და მისთანანი.20 წლის მერე შენი გვარიც წამეკითხოს მანდ(არა მბაპე,ნეიმარი,ინსინიე,მოდრიჩი და მისთანანი,მიუხედავად დიდი პატივისცემისა მათდამი)
02 აგვისტო 2022 20:03
2
ხუიჩა უძლიერესია !!!
მელქისედეკ ტუტუცი
02 აგვისტო 2022 19:44
0
პირველად რუბინის პირველივე შეხვედრაში რ ვნახე მივხვდი არ გავს დანარჩენებს გამრჩეული მენტალიტეტი აქვს თავმდაბალია და შრმისმყვარე რაც დანარჩენებს აკლია
rembo
02 აგვისტო 2022 18:27
1
მოდით მეგობრებო სანამ ფეხბურთელებს გავაკრიტიკებთ და ქართულ სენზე ვიტყვით რამეს, ჯობია ადეკვატური ანალიზი გავაკეთით. ფეხბურთში რთულა კარიერის შექმნა, უდიდეს კონკურენციასთან ერთად დიდი გამართლებაცაა საჭირო. გაიხსენეთ სხვა ეროვნების უამრავი ფეხბურთელი რომლებმაც ვერ ააწყეს კარიერა, სად გაქრანოოან კრრკიჩი, პატო, ულრიში, ნიკოლას ბენდტნერი და სხვები?. წარმოიდგინეთ რომ სპალეტის არ ემუშავა რუსეთში მოხვდებოდა კი კვარა ნაპოლიში? ასე რომ სანამ ვინმეს დავამუნათებთ ჯობია დავფიქრდეთ იქნებ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი იმ ბიჭებზე რომლებსაც ქონდათ ნიჭი და ვერ ითამშეს? აგერ ადრიანოს მამის გარდაცვალებამ რამხელა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა. სწორია კი მისი დამუნათება?
Semi
02 აგვისტო 2022 18:23
4
კაი რა რა პატო და რა ადრიანოს მამა. საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენებმა ფული რომ იშოვეს, ზოგი ბეემვეს საჭეს და ბოზებს ვერ აადღლიზეს და ზოგი ბარებიდან და ღამის კლუბებიდან ვერ გამოათრიეს
ხვიჩა
02 აგვისტო 2022 20:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული