დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ითამაშებენ - ხვიჩა არასრულად მოემზადა...

AutoSharing Option
ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატების სტარტს მალე ვიხილავთ, მანამდე კი გუნდები უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებს მართავენ. დღეს, 3 აგვისტოს, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაც" ითამაშებს და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიც".

ნეაპოლელებს ისევ ესპანური მეტოქე ეყოლებათ, ამჯერად "ჟირონა". "მალიორკასთან" (1:1) შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას საკმაოდ ბევრჯერ ეუხეშნენ. ამის გამო ქართველი გარემარბი დღევანდელი დაპირისპირებისთვის არასრულად მოემზადა, ბარძაყი შეხვეული ჰქონდა და ორმხრივ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუ რა დრო მიეცემა ესპანელებთან ხვიჩას.

"ჟირონა" "ლა ლიგაში" წელს აღზევდა და მათი ლიდერი ისევ ვეტერანი ურუგვაელი ფორვარდი კრისტიან
სტუანია. კასტელ დე სანგროში, "ტეოფილო ფატინიზე", შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდზე" რეპორტაჟი კვლავ ფასიანია და მის საყურებლად ალტერნატიული წყაროების მოძიებაა საჭირო, რომელთა უმეტესობაც იბლოკება. "ნაპოლი" 6 აგვისტოს "ესპანიოლს" შეხვდება, 15-ში კი სერია "ა"-ს "ვერონასთან" სტუმრობით დაიწყებს.

ამ მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ვალენსიურ დერბიში "კასტელონს" საიუბილეო შეხვედრაში დაუპირისპირდება. "ღამურების" მეტოქე ქვედა ლიგაში (Primera RFEF) გამოდის და მათი უახლოესი მეტოქე "ბარსელონა B" იქნება. გასულ მატჩში ქართველი მეკარე მე-2 ტაიმში ხაუმე დომენეკმა შეცვალა. იასპერ სილესენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ჩანს და მომავალ სეზონში მამარდაშვილი სასტარტოში უალტერნატივოდ უნდა იყოს. მთავარია, მან და მისმა გუნდმა გატუზოს სტილთან ადაპტირება სრულად მოახერხონ.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. "ვალენსიას" 6 აგვისტოს იტალიურ "ატალანტასთან" შეხვედრა ელის, "ლა ლიგის" სასტარტო ტურში, 14 აგვისტოს კი, "ჟირონას" უმასპინძლებს.

altაგვისტოს განრიგი ტოპლიგებში - ხვიჩა და "მამარდაც" აქ არიან...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაა ყოჩაღ მამარდაშვილს საქართველოს დროშა როგორ დაუტანია ხელთათმანებზე ამყველაფერს გარკვეული შრომა და მუშაობა დასჭირდებოდა......
ყოჩაღ მადლობის და დადებითისმეტი არაფრის თქმა არშეიძლება ამ ადამიანზე.
ნიკოლოზი
11:27 03-08-2022
2
9$ რომ გადაიხადოთ და სტრიმი გვანახოთ არ შეიძლება?
ალექსანდრე
19:26 03-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული