იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ვალტერ ძენგამ, "გაძეტა დელო სპორტთან" "ნაპოლის" ტრანსფერებზე ისაუბრა:
"სპალეტიმ ინსინიე, მერტენსი და კულიბალი დაკარგა, რაც მცირე დანაკლისი არაა, მაგრამ ორი კარგი ფეხბურთელი, კიმი და ოსტიგარდი დაიმატა, კვარაცხელია კი სულაც არაა ურიგო მოთამაშე.
ისე, საინტერესოა, რაში სჭირდება კეპა? მერეტი არ ჯობია? ამაზე ლუჩანოს ვკითხავ".