"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
დარწმუნებული ვარ,ხვიჩა სულ მალე სრულად გამოავლენს საკუთარ ღვთივბოძებულ ნიჭს და წააკვნეტინებს ენებს ასეთ დილეტანტ "პროფესორებს",თავისი ელვისებური,დიდოსტატური თამაშით...
კოტე
03 აგვისტო 2022 21:03
2
ეს პროფესორი ექსპერტი ვინღა გამოვიდა, ამხანგური თამაშები სხვაა და ოფიციალური სხვა და თუ ზედმეტად დაიჭირა ბურთი არა პრობლემა. სპალეტიმ მაგ პერსონაზე კარგად იცის რა უნდა და სათანადო დავალებებს მისცემს არ ინერვიულოს მაგ ს..რმა
zaza
03 აგვისტო 2022 20:59
2
პროფესორები ასე არ "აზროვნებენ"...აქ არც საქმის ცოდნა სჩანს,სამართლიანობზე რომ აღარაფერი ვსთქვათ....
მერაბი
03 აგვისტო 2022 20:54
3
განა ფეხბურთის პროფესორია მერაბ,ფეხბურთში უბრალოდ "პრაფესორობს".სპალეტიზე უკეთ არავინ იცის,რას მოითხოვს ფეხბურთელებისაგან და ვინც არ დაემორჩილება,არავის მოეფერება.
სოსო
03 აგვისტო 2022 22:15
0
რა დავმალო და მალიორკასთან მეც მასე მომეჩვენა,რომ ცოტა ზედმეტს ჟონგლიორობდა და ბურთს ვერ ელეოდა.ასე არ გამოვა სერია ა_ში.
Master
03 აგვისტო 2022 20:47
16
მოდი ოსიმენმა გააკეთოს ისე რო კვარას გაუადვილდეს პასის მიცემა ან გოლი! ვინარის უკეთესი მომავ წლიდან ვნახოთ ეკსპერტო ქართველიშვილო
beqa
03 აგვისტო 2022 20:36
2
ოსიმენს ჰქონია რაღაც დასამტკიცებელი :))) მასტმა წინა წელს 18 გოლი გაიტანაო, კლუბს 81 მილიონი აქვს მასში გადახდილი. რა არაადეკვატური ხალხი ვართ :(
odala
04 აგვისტო 2022 10:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული