ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1
გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩას რომ ჩაარტყავენ ეს ყველამ ვიცით, კვარას აქვს კარგი გაგებით პროვოკაციული თამაშის სტილი, როცა პირდაპირ მიდის მოტყუებაზე და მცველის გაბითურებაზე. ნაპოლის სიღრმე აქვს და ეს კარგია, ისე უფრო ტექნიკური საყრდენი და ერთი კარგი შემტევიც რომელიც ნიგერილის უკან ითამაშებდა დახატავდა.
zaza
03 აგვისტო 2022 22:59
3
როგორც ყოველთვის საუკეთესო,რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე იხარჯება და შედეგიც იდება,ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს და გეწეოდეს!!! წარმატებები და წინსვლა!!!
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2022 22:50
2
არ ვიცი შეიძლება მეჩვენება მაგრამ სანამ პირველი შემადგენლობა იყო მოედანზე ხვიჩას ნაკლებად რთავდნენ თამაშში, შეცვლების მერე უფრო გამოჩნდა და ნაპოლიც უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა
რეზო
03 აგვისტო 2022 22:49
3
ეგრე იყო განსაკუთრებით რუი რაც გაუყვანეს უფრო თამამი გახდა სულ ცოტა კიდე და მთელი გუნდი დაუწყებს ძებნას მოედანზე
Soso
03 აგვისტო 2022 23:13
2
ნამდვილად არ გეჩვენება მეორე შემადგენლობამ უკეთაც ითამაშა და ხვიჩასაც უფრო ხშირად აძლევდნენ პასებს და შედეგიც სახეზეა
zura222
03 აგვისტო 2022 23:09
3
ყველა გამოხმაურება
ერთი თამაშიც არ ყოფილა რაიმე არ ატკინონ.
სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჩაარტყეს სახეში.
რაც უფრო სერიოზული თამაშები წავა მით უარესი იქნება :(
!!
03 აგვისტო 2022 22:47
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული