მამარდაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ვალენსია" მესამელიგელთან დამარცხდა

AutoSharing Option
რბილად რომ ვთქვათ, ზედ სეზონის დაწყების წინ კარგად ვერ მისდის "ვალენსიას" საქმეები. გუნდის არათუ გაძლიერებას, არამედ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აპირებენ, რომელთაც მსურველი არ გამოუჩნდათ. ბოლო სამი ამხანაგური მატჩიდან ორი წააგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

გუშინ "ვალენსია" გასვლაზე ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის "კასტელონთან" 0:1 დამარცხდა. მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ამჯერად ძირითად შემადგენლობაში მეკარე ხაუმე დომენეკი დააყენა, გიორგი მამარდაშვილი კი 65-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ძნელი სათქმელია, ამის მიზეზი ის იყო თუ არა, რომ ქართველმა წინა სპარინგებში შეცდომები დაუშვა, თუ უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატარა.

მე-15
წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი კიალუ კონე გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ დომენეკმა "ღამურები" გადაარჩინა. მეორე ტაიმში სტუმრები ამაოდ ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას და დამარცხდნენ.

"ვალენსია" 6 აგვისტოს ბოლო საკონტროლო შეხვედრაში "ატალანტას", 14 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "ჟირონას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე ეგ უკეთესია მეტი სამუშაო ექნება და შეუმჩნეველი არ დარჩება.
ალეკო-s
18:21 04-08-2022
0
ტყუილად გაახანგრძლივა კონტრაქტი მამარდამ, აშკარად კრიზისშია გუნდი
ალეკო
14:22 04-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული