"მას შემდეგ, რაც მოედანზე გამოჩნდა, მატჩის მიმდინარეობა სრულად შეცვალა..." - ცნობილი იტალიელი კომენტატორი ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი კომენტატორი კარლო ალვინო "ნაპოლისა" და "ჟირონას" შორის გამართულ შეხვედრას (3:1) ეხმაურება და ხვიჩას შესახებ საუბრობს.

"პირველ ტაიმში "ნაპოლის" თამაში არ მომეწონა, რადგან ფეხბურთელები ნელ ტემპში მოქმედებდნენ, "მალიორკასთან" გამართულ მატჩში სპალეტის ბიჭები უფრო ინტენსიურად თამაშობდნენ. მეორე ტაიმში, მას შემდეგ, რაც "კვარა" მოედანზე გამოჩნდა, მატჩის მიმდინარეობა სრულად შეცვალა. ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 აგვისტოს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

alt"კვარაცხელია ახლა შეამჩნიეთ, ჩვენ კი ვიცოდით" - ქართველი სპალეტიმ და ტიფოზებმა შეიყვარეს

alt

ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

altრატომ უნდა ეყიდათ VS რატომ არ ღირდა - იტალიური მედიის ანალიზი ხვიჩას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
ის პროფესორი ექსპერტი რა იქნა? რომ იძახდა ხვიჩამ უნდა იცოდეს მასზე უკეთესი და მისი დონის ფუხბურთელები არიან ნაპოლშიო. მალირკა და ჟირონა ლა ლიგის გრანდები არ არიან, მარა ასე ადვილად მათან გამკლავება ვინისიუსი, ბენზემა და ძმანნი მისნი ახერხებენ. გასაგებია ოთხმოცდაერთ მილიონა ნიგერიელი კარგი ფეხბურთელია, მარა ცოტა მოვიცადოთ და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. თვე ნახევარში ხვიჩას მისვლის შემდეგ პენალტი დაარტყმევინეს და ბევრ ჩვენგას გვესმის ეს რამხელა ნდობაა. გადახდილი ფასისი გამო, როგორც პროფესორი ექსპერტი ბრძანებდა არ განიზომება მინდორზე ლიდერი და ამას მალე ის ექსპერტიც დაიჯერებს. წარმატები ხვიჩას.
G.LA
13:00 04-08-2022
2
ბაჩანა, მარჩქილ (მომისმინე): მე თვითონ მეგრელი ვარ და სიგიჟემდე მიყვარს ჩემი კუთხე, მაგრამ ნუ შეაწუხე ხალხი შენი ვიწრო-კუთხური პატრიოტიზმით. შენსავით აქ არავინ არ იქცევა. ისე, ისაკ ჟვანია თუ იცი, ვინ იყო და ლავრენტი ბერიამ თუ იცი, რატომ დაახვრეტინა?
სანდრო
18:59 04-08-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული