ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1
გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნადირობდნენ არა თევზაობდნენ, უბრალოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, უკვე თითქმის ყველამ იცის ბურთს რომ იღებს რის გაკეთებას აპირებს. არც ისაა გასაკვირი სასტავში რომ არ არის. აი მოწინააღმდეგე გუნდმა მე-2 ტაიმში ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და კვარაც სუსტებში შედარებით გამოჩნდა. ბიჭს დრო უნდა- დროო ევროგრანდების თამაშის სტილს რომ მოერგოს.
დრაივა
12:53 04-08-2022
21
წინა თამაშშიც და ახლაც,სრულიად აშკარა და განზრახ უხეშობა მსაჯებმა ისე გაატარეს,ჯარიმაც კი არ ჩასტვინეს
სოსო
12:46 04-08-2022
1

სიახლეები პოპულარული