შესაძლოა, კვარაცხელია ქართველ მცველს პირველივე ტურში დაუპირისპირდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი შესაძლოა, არა "კრემონეზეში", არამედ სერია "ა"-ს სხვა კლუბში ჩაირიცხოს. Sport. Virgilio წერს:

"ვერონა" იტალიის ფარგლებს გარეთ მცველს ეძებს, რომელსაც არა მხოლოდ შესაბამისი შესაძლებლობები, არამედ გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს.

ქართველ უკანახაზელ ლუკა ლოჩიშვილს მაღალ დონეზე ნათამაშები როგორც ავსტრიის ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე აქვს. მისი სატრანსფერო ღირებულება 1,6 მილიონი ევროა - იტალიურმა კლუბმა ავსტრიულ "ვოლფსბერგერს" სწორედ ეს თანხა შესთავაზა.

იტალიის ჩემპიონატის 1-ელ ტურში, 15 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სწორედ "ვერონას " ესტუმრება. ასე რომ, შესაძლოა, ქართული დუელი სტარტზევე
ვიხილოთ.

 

alt"მას შემდეგ, რაც მოედანზე გამოჩნდა, მატჩის მიმდინარეობა სრულად შეცვალა..." - ცნობილი იტალიელი კომენტატორი ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა


მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, და ნაკრებს!!!
tngh
18:56 04-08-2022
0
კარგი იქნება ვერონაში თუ გადავა,ლოჩოშვილი ნაკრების დაცვის ბურჯი მალე გახდება,კრგი მცველია.
qomagi
19:12 04-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული