ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ამიტომ უნდა წახვიდეთ ბიძიკოებო ევროპაში და არა რუსეთში. წარმატებები ლუკას, 18 წლიდან ვუყურებთ ამ ბიჭს და მუდმივად იზრდება და იზრდება , კარგია კიდევ უკეთეს გუნდში გელით მომავალში.
la masia
10:45 05-08-2022
1
უცნაური ამბავია.თან ძალიან უცნაური ჩვენთვის.კაცი რომელსაც ავტრიის ბუნდესლიგის კარგ გუნდში ორი წელია თითქმის ტრავმის გარეშე თამაშობს და შეუცვლელი ფეხბურთელია და ახლა სერია ა-ში გადადის ნაკრებში სულ ორჯერ აქვს ნათამაშევი.მაშინ როდესაც დვალი რომელსაც 2 წელი იქნება ფერენცვაროშის ძირითადში არ უთამაშია სულ გამოძახებულია ნაკრებში და სისტემატურად თამაშობს.რა ლოგიკაა ამაში ვინმე თუ ხვდებით???????
Master
14:46 05-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული