Geo Team: შეთანხმება მიღწეულია - აზაროვი "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა

AutoSharing Option
Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა.

"შეთანხმების შემდეგ. ფოტოზე: მამუკა ჯუღელი, მარკო მარინი, მამუკა ჯუღელის შვილი და ირაკლი აზაროვი", - წერს Geo Team-ი.

ბელგრადულ კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

"დინამო" ტრანსფერში 300 000 ევროს და ასევე, მისი შემდგომი გაყიდვიდან თანხის 20%-ს მიიღებს.

"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პიუნიკი" 5:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის ლიგაზე თამაში გაინაღდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ზვეზდა გაზპრომს რომ აპიარებს..ამაზე ვხუჭავთ თვალს?!
კობიაშვილმა ოდესღაც უარი თქვა გაზპრომის რეკლამით მაისურზე. შალკეში მგონი თუ კარგად მახსოვს
ლაშა
05 აგვისტო 2022 23:51
5
ბატონო მამუკა!ტრანსფერის განხორციელებამდე, წინასწარ ნუ იტყვით ნურაფერს,თქვენთვისაც მასე აჯობებს და ჩვენთვისაც!!
გიორგი
05 აგვისტო 2022 22:24
1
ამაზე მეტიც შეიძლებოდა ალბათ ...
bejo
05 აგვისტო 2022 21:44
1
ჯუღელს ეტყობა ჯერ არ ჩარიცხვია კვარას ტრანსფერიდან წილი, რა შარვალი აცვია სად იპოვა ...
...
05 აგვისტო 2022 21:44
10
სურათზე ეტყობა ჯუღელი 90-იანებშია გაჭედილი)))
გიუᲨა
05 აგვისტო 2022 21:41
2
წარმატებები
მერჩივნა უკეთესი გუნდი
იმედია კარგად გამოიყენებს და კარგ ევროპულ გუნდში წავა მერე
Toma
05 აგვისტო 2022 21:08
1
ბატონო არჩილ თუ 13 აგვისტოს 11 კაცი ვერ შეკრიბეთ მატჩისთვის ჩემი იმედი იქონიეთ)
გიუᲨა
05 აგვისტო 2022 20:57
2
გეეენაცვალეე! წარმატებები ირაკლის! ეს ძალიან კარგი ტრანსფერია დინამო ბათუმისთვის არა მარტო ფინანსური არამედ რეკლამის მხრივაც. ცვენა ზვეზდა ისტორიული გუნდია და დიდი ალბათობით ლიგაზე ითამაშებს, თან მწვრთნელი რა კაცი?? დეან სტანკოვიჩი! ინტერის ლეგენდა, ჯერ მასთან მუშაობა რად ღირს, რამხელა გამოცდილებას შესძენს ირაკლის. თან 20% შემდეგი ტრანსფერიდან არაა ცუდი, მინიმუმ 5 მილიონად გაყიდის უახლოეს წლებში და დინამოს 1 მილიონიც დაეწევა მისი ტრანსფერიდან. ყოჩაღ ჯუღელს!
ირაკლი
05 აგვისტო 2022 20:21
20
ჯუღელი იქადნებოდა იტალიაში მაქვს "პრიდლაჟენიებიო" და სერბეთში ამოყო თავი აზაროვმა,აი გიორგი ფოფხაძემ კი ლუკა ლოჩოშვილს ამოაყოფინა თავი იტალიაში.პეპლის ეფექტი!!!!
სოსო
05 აგვისტო 2022 19:54
6
იუგოსლავიური კლუბები,ნიჭიერი ახალგაზრდების დაწინაურება გაყიდვაში არიან დასპეციალებულები და როგორც შუალედურ რგოლს,ალბათ ისე განიხილავს ირაკლი.ცოტა 4 წლიანი კონტრაქტი არ მომეწონა,მაგრამ თვითონ უკეთ იციან.ხელფასად 250 000 ევრო,მგონი ნორმალურია.
სოსო
06 აგვისტო 2022 19:58
0
ჯუღელი ტიპიური საბჭოთა გადმონაშთია, ხოლო ფოფხაძე ავსტრიაშია ნათამაშები და თანამედროვე მენეჯერია
fani
05 აგვისტო 2022 23:44
2
ყველა გამოხმაურება
300 ათასი ძაან ცოტაა მინიმუმ 700 ათასად უნდა გაყიდულიყო!! 4 მილიონად რომ გაყიდო ცრვენამ 800 ათასი გამოდის 20% ის! სულელური გარიგებაა. თუკი 10 მილიონად მინიმუმ არ გაიყიდა რაც გამორიცხული ამბავი მგონია
beqa
05 აგვისტო 2022 19:12
10

სიახლეები პოპულარული