"კანკავამ დაინახა ბერძნები ქართველებზე იწევდნენ და ტრიბუნაზე ამოხტა" - ჯაბას ღირსეული საქციელი პირეოსში

AutoSharing Option
4 აგვისტოს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2–ფინალურ მატჩში "სლოვანმა" გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან" 1:1 ითამაშა.

როგორც იცით, ბრატისლავურ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. პირეოსში მყოფი ქართველი მარი სარდლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მატჩზე თავის შვილთან ერთად სწორედ ქართველების გამო წავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. სარდლიშვილი ჯაბა კანკავას ბრწყინვალე საქციელზეც წერს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ფეხბურთის ფანი გავხდი ჩემი შვილიდან გამომდინარე…. წავედით "ოლიმპიაკოსი" - "სლოვანის" თამაშზე, ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევდა ის, რომ სლოვაკეთის გუნდში კანკავა, კაშია და ჩაკვეტაძე
თამაშობდნენ.

დაიწყო თამაში და ავაფრიალეთ ქართული დროშა, "ოლიმპიაკოსის" ფანები გაოცებულები გვიყურებდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ მათ მხარეს ვიყავით, მაგრამ ქართველების მხარეს უფრო. თამაშის დასასრულს ჯაბა კანკავამ ქართული დროშა რომ დაინახა ჩვენსკენ წამოვიდა, მაისური მოგვცა და აი, მანდ დაიწყო ……

"ოლიმპიაკოსის" ფანები დაიძრნენ ჩვენკენ და ატყდა ზრდილობიანი ფრაზები ჯაბას გემრიელი ქართულით "ზრდილობიანი" ფრაზებიც მიიღეს და ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან.

მადლობა მას მხარში დგომისთვის…ჩვენ გველოდებიან როდის გავალთ რომ ალექსას დააყარონ. არც ჩვენ დაგვინდობდნენ მგონია, იმდენად მეძინებოდა თავი სიზმარში მეგონა და ძაან მეცინებოდა.

ბოლოს დაცვამ და პოლიციამ გამოგვაცილა და მოვედით მშვიდობით…:) Aleqsandre Kvaliashvili რა გინდოდა რას იწვევდი ამხელა სტადიონსს? ვინ გაპატიებდა. ხო ბოლოს ამ პარკში ჩაგვიდეს კანკავას მაისური რომ თავს არ დაგვსხმოდნენ გზაში, თუმცა გზად მაინც გადავიღეთ ფოტოები და არ გვაინტერესებდა არც "ოლიმპიაკოსი" და არც სლოვაკეთი…

ჩვენ ჩვენი ქართველები გვაინტერესებდა, ფეხბურთსაც მაგათ გამო ვუყურე დღეს. აი, ჯაბა კანკავას გულანთებულ ქართველობაზე და ჩვენს გვერდში დგომაზე ცალკე უნდა დაიწეროს, სტადიონიდან როგორ გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ ჩვენსკენ…. ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? როდესაც ქართველი ქართველს უდგას გვერდით, იცავს და არ აინტერესებს წინ რამდენი ადამიანი უდგას…..ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით, ისე როგორც დღეს დავინახე ქართველების სიყვარული", - წერს სარდლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს ჩვენი ერთმორწმუნენი რატომ არიან ხშირად საერთოდ არაფრის მორაწმუნენი
აკინ
06 აგვისტო 2022 19:05
0
ბერძნები რომ იჯ. ..მენ, მწარდებიან და ეგრე იქცევიან. იმედია, სლოვანი დამაჯერებლად დაამარცხებს მეორე თამაშში და დარჩებიან ეგრე გამწარებულები
: )))))))
06 აგვისტო 2022 22:53
0
ერთმორწმუნე რა შუაშია,მათი ფანატები პანათინაიკოსსაც არ ინდობენ
აკინ-ს
06 აგვისტო 2022 20:07
2
ბრავო კაპიტანო! respect
***
06 აგვისტო 2022 17:52
0
დიდებული ადამიანი და დიდებული კაპიტანი,❤️
დავით
06 აგვისტო 2022 17:31
0
ღირსების და ადამიანობის ცოცხალი მაგალითია ჯაბა, უნდა გვახსოვდეს და ვცნობდეთ ჩვენს გმირებს. გავუფრთხილდეთ ასეთ მამულიშვილებს და მივბაძოთ მათ...!
სიმართლე
06 აგვისტო 2022 16:35
0
კაპიტანი ყველგან (ყველა საქმეში) საქმეში კაპიტანია. ვამაყობთ
გიო
06 აგვისტო 2022 15:08
0
მე ისეთი შეგრძნება მაქ პლეიოფებში ჯაბას დახმარება დაგვჭირდება. ისიც როგორც პროფესიონალი უარს არ ეტყვის ქვეყანას.
ბოკინიო
06 აგვისტო 2022 14:52
0
ჩაკვეტაძის კარგი მომენტი.
ამ ვიდეოს 39-ე წამი.
https://www.youtube.com/watch?v=OhQgAucRSDE
ქ. გ.
06 აგვისტო 2022 14:50
0
ქომაგებს,ერთი სამადლობელი ბანერი რო გამოეფინად ნაკრების თამშებზე კარგი იქნებოდა!!!
სოსო
06 აგვისტო 2022 14:46
0
ჯაბა კანკავა
ziz
06 აგვისტო 2022 14:44
0
ნახეთ როგორ თავდაუზოგავათ ბრძოლობს ნებისმიერ მატჩში.სახვანაირათ არც მოიქცეოდა ასეთია მეგრული ჟილკა რაც ჯაბას ახასიათებს.
გიორგი
06 აგვისტო 2022 14:29
19
ქართულიიიი!
ლექსო
06 აგვისტო 2022 19:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული