"ყარაბაღმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროში" გამოაგდო - აზაროვის "ცრვენა ზვეზდაც" პლეი-ოფშია

AutoSharing Option
ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგა

„აპოლონმა“ ჰაიფაში 0:4 განადგურების შემდეგ ნიქოზიაში 2:0 მოუგო „მაქაბის“, რაც საერთო ჯამში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კვიპროსულ გუნდში ისევ სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია.

„ცრვენა ზვეზდამ“ კვლავ სძლია „პიუნიკს“, ამჯერად ერევანში 2:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბელგრადული კლუბის ახალწვეულ ირაკლი აზაროვს ჯგუფური ეტაპიდან ექნება თამაშის უფლება.

ერთი კვირის წინ ბაქოში „ყარაბაღისა“ და სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილი „ფერენცვაროშის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო ბუდაპეშტში აგდამელებმა მოულოდნელად 3:1 მოიგეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
სტუმართა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება აზერბაიჯანულ გუნდში ბუდუ ზივზივაძე გადაბარგდეს.

„შტურმმა“, რომელსაც კვლავ ვერ დაეხმარა ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი, გრაცში კიევის „დინამოს“ 1:0 სძლია და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც უკრაინელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ავსტრიული ბარიერი გადალახეს.

ევროპა ლიგა
„შკუპი“ სკოპიეშიც დამარცხდა „შემროკ როვერსთან“ - 1:2. ჩრდილომაკედონიელთა გუნდის მცველმა გაგი მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

კონფერენს ლიგა

„ვოლფსბერგერმა“ საკუთარ მოედანზე 0:0 დასრულებული მატჩის მერე მალტაში 4:0 დაამარცხა „გზირა იუნაიტედი“. გრაცელთა მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ გადასვლის წინ სამედიცინო შემოწმების გასავლელად იტალიაში იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი გუნდია ყარაბაღი და წარმატებებს ვუსურვებ
რაბუ
02:02 10-08-2022
4
ბუდუსთვის ყარაბახი საუკეთესო ვარიანტია
მერაბი
02:22 10-08-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული