ფედელე რამდენიმე სიტყვით ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო და მის კონტრაქტზე გაიხურმა კიდეც, რადგან ხვიჩას დრიბგლინგები იტალიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. მან ხუმრობით თქვა, რომ თუ "კვარა" თამაშის დროს მინიმუმ სამ დრიბლინგს არ შეასრულებს, არ ითამაშებს.
"არ ვეთანხმები დე ლაურენტისს გეგმას "ნაპოლიში" რევოლუციური ცვლილებების და განახლების შესახებ. მან მოგვატყუა! დიბალას ტრანსფერის შესახებ, ეს ერთადერთი ტრანსფერი იყო, რომელიც შეიძლებოდა რაიმეში
ასევე მან მოგვატყუა კულიბალის შესახებ... სენეგალელისთვის კონტრაქტის განახლება არასდროს შეუთავაზებია, იმიტომ რომ "ჩელსიმ" მასში დიდი ფული შესთავაზა. დე ლაურენტიმა სხვა გზა არ დაუტოვა კულიბალის და მერტენსს, გარდა იმისა რომ წასულიყვნენ.
"ნაპოლის" ფანები მედიის წინააღმდეგ არიან? - მედია თავის საქმეს აკეთებს და "ნაპოლი" ცდილობს ფანები დაგვიპირისპიროს.
რა სქემით ითამაშებს "ნაპოლი" ახალი სეზონიდან? ამის თქმა რთულია, მათ არ დაიმატეს დიბალა, რადგან 4-3-3 სქემით თამაშს აპირებენ. ჩემი აზრით, მათ ამისთვის საჭირო მოთამაშეები არ ჰყავთ
ვიქტორ ოსიმენს პასები სჭირდება, ვინ გააკეთებს ამას? ხვიჩა კვარაცხელია? ქართველს კონტრაქტში უწერია რომ თამაშის დროს მინიმუმ სამ დრიბლინგს თუ არ შეასრულებს, არ ითამაშებს (ხუმრობით თქვა)", - ამბობს ენრიკო ფედელე.
მომზადებულია Areanapoli.it-ის მიხედვით